ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რევაზ სოხაძე: საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების უპრეცედენტო პროგრამა მიმდინარეობს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

რევაზ სოხაძის განცხადებით, ქვეყანაში 53 საფეხბურთო სტადიონი შენდება, ხოლო ზუგდიდში UEFA-ს III კატეგორიის ნაცვლად IV კატეგორიის სტადიონის ასაშენებლად ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

რევაზ სოხაძე: საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების უპრეცედენტო პროგრამა მიმდინარეობს
რევაზ სოხაძე: საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების უპრეცედენტო პროგრამა მიმდინარეობსიმედინიუსი

საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მასშტაბური პროექტები ხორციელდება, რომელთა ანალოგიც ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა.

მისი თქმით, ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 53 საფეხბურთო ტექნიკური სტადიონი შენდება, პარალელურად კი მიმდინარეობს თანამედროვე სარაგბო ინფრასტრუქტურის მოწყობა და მრავალფუნქციური სპორტულ-კულტურული კომპლექსების განვითარების პროგრამა.

მინისტრის განმარტებით, სახელმწიფოს მთავარი მიზანია, ხარისხიან სპორტულ და კულტურულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის თანაბრად უზრუნველყოს.

„მნიშვნელოვანია, რომ ადიგენში მცხოვრებ ბავშვსაც ჰქონდეს ისეთივე შესაძლებლობა ისარგებლოს საცურაო აუზით, ფეხბურთის მოედნით თუ სხვა სპორტული ინფრასტრუქტურით, როგორც თბილისის ცენტრალურ უბნებში მცხოვრებ ახალგაზრდას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტები, რომლებსაც დღეს ვახორციელებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

რევაზ სოხაძე ზუგდიდის სტადიონის პროექტზე საუბრისას და აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ ჩატარებული შესწავლის შედეგად არსებული ხელშეკრულება შეწყდა და პროექტის ახალი კონცეფცია მუშავდება.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით მზადდება ახალი ტექნიკური დავალება, რომლის მიხედვითაც ზუგდიდში თავდაპირველად დაგეგმილი UEFA-ს III კატეგორიის სტადიონის ნაცვლად IV კატეგორიის, უფრო მაღალი სტანდარტის სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდება.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზუგდიდმა უფრო მაღალი სტანდარტის, UEFA-ს IV კატეგორიის სტადიონი მიიღოს. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება სამშენებლო სამუშაოები,“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით, ახალი პროექტი ზუგდიდს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საფეხბურთო ინფრასტრუქტურას შესთავაზებს და სპორტის განვითარებას როგორც ქალაქში, ისე მთლიანად რეგიონში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მნიშვნელოვანია, რომ ადიგენში მცხოვრებ ბავშვსაც ჰქონდეს ისეთივე შესაძლებლობა ისარგებლოს საცურაო აუზით, ფეხბურთის მოედნით თუ სხვა სპორტული ინფრასტრუქტურით, როგორც თბილისის ცენტრალურ უბნებში მცხოვრებ ახალგაზრდას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტები, რომლებსაც დღეს ვახორციელებთ“
„პრემიერ-მინისტრის დავალებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზუგდიდმა უფრო მაღალი სტანდარტის, UEFA-ს IV კატეგორიის სტადიონი მიიღოს. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება სამშენებლო სამუშაოები,“
რევაზ სოხაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რევაზ სოხაძე: ნამდვილად ძალიან სამწუხაროა, რომ 2015 წლიდან მიმდინარეობს ზუგდიდში სტადიონის მშენებლობა და ის ვერ დასრულდა. პრემიერის დავალებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მეოთხე კატეგორიის, უფრო მაღალი კატეგორიის და სტანდარტის სტადიონს ავაშენებთ ზუგდიდშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები