ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოხუმის უნივერსიტეტის ახალი პროგრამა - წელს უნივერსიტეტმა 29 საბაკალავრო პროგრამაზე 1300-ზე მეტი პირველკურსელი მიიღო

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი, სრულად დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამა ამოქმედდა, სადაც 20 სტუდენტი ქართულთან ერთად აფხაზურ ენასა და ლიტერატურას შეისწავლის. ინიციატივის მიზანი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაძლიერება და ნდობის აღდგენაა.

ნანა მეტრეველი აფხაზური ენის სწავლას უკვე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აგრძელებს. ის იმ 20 სტუდენტს შორისაა, რომლებმაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ საბაკალავრო პროგრამაზე ჩააბარეს. სტუდენტები აფხაზურ ენაზე წერას, კითხვას, საუბარს და მოსმენას A2 დონეზე შეისწავლიან.

"ქართული და აფხაზური ენა და ლიტერატურა" - საბაკალავრო პროგრამა პირველ სემესტრში ქართულ ენისა და ლიტერატურის შესწავლას ითვალისწინებს. მეორე სემესტრიდან კი ლექციებს აფხაზური ენის კომპონენტიც ემატება. ერთი საბაკალავრო პროგრამა და ორი ენა - სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭებათ.

სოხუმის უნივერსიტეტი სტუდენტებს გაცვლით პროგრამებსაც სთავაზობს. სასწავლებელი თურქეთში მოქმედ ქართველოლოგიურ ცენტრებთან აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს. მსურველებს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა სამსუნის უნივერსიტეტშიც ექნებათ.

კურსდამთავრებულს საქმიანობის დაწყება საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში შეეძლებათ. მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სტრუქტურებშიც. საბაკალავრო პროგრამა აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა.

3 წლიან პროგრამაზე სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. მიზანი ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობების გაძლიერება, ნდობის აღდგენა და შერიგების პროცესის ხელშეწყობაა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი საბაკალავრო პროგრამაზე მიღებას მომდევნო წლებშიც გეგმავს. წელს უნივერსიტეტმა 29 საბაკალავრო პროგრამაზე 1300-ზე მეტი პირველკურსელი მიიღო.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ჯინჭარაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები