ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ახალი საგნები, ახალი გარემო და პირველი ნაბიჯები პროფესიული კარიერისკენ - ე.წ. მეორადმა ჩარიცხვამ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა 1350 აბიტურიენტს მისცა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით დაშვებული ე.წ. მეორადი ჩარიცხვის საგამონაკლისო წესით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა 1 350-მა აბიტურიენტმა მიიღო. სულ სტუდენტის სტატუსი 35 000-მა პირმა მოიპოვა, ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულები სრულიად უფასოდ ისწავლიან.

ახალი საგნები, ახალი გარემო და პირველი ნაბიჯები პროფესიული კარიერისკენ - ე.წ. მეორადმა ჩარიცხვამ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა 1350 აბიტურიენტს მისცა
ახალი საგნები, ახალი გარემო და პირველი ნაბიჯები პროფესიული კარიერისკენ - ე.წ. მეორადმა ჩარიცხვამ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა 1350 აბიტურიენტს მისცარუსთავი 2

ე.წ. მეორადი ჩარიცხვა - საგამონაკლისო წესით დაშვებულმა ცვლილებამ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა სულ 1350 აბიტურიენტს მისცა.

ფილოლოგია, ბიზნესი, სამართალი - ეს იმ მიმართულებების მხოლოდ ნაწილია, რომლებზეც აბიტურიენტები სწავლას აკრედიტებულ დაწესებულებებში გააგრძელებენ. საგანმანათლებლო სასწავლებლებს კი, მეტი სტუდენტის მიღების შესაძლებლობა მიეცა.

ე.წ. მეორადი ჩარიცხვა საგამონაკლისო წესით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით განხორციელდა. მექანიზმი ერთჯერადად უმაღლესი განათლების რეფორმის გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით ამოქმედდა. ინიციატივის მიზანი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

წელს საქართველოში სტუდენტის სტატუსი სულ 35 000-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. ისინი, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ, სრულიად უფასოდ ისწავლიან. ბაკალავრის საფეხურზე სწავლის დაფინანსების ახალი მოდელი უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში ამოქმედდა.

ახალი საგნები, ახალი გარემო და პირველი ნაბიჯები პროფესიული კარიერისკენ - პირველკურსელებისთვის სტუდენტური ცხოვრება უკვე დაიწყო.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?