ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეს არის ნიშნები რეჟიმის, რომელიც თავის თავში სისუსტეს ებრძვის - ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე

ქართული ოცნება

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი რეჟიმის სისუსტისა და ჩიხში შესვლის ნიშანია. პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ მმართველ გუნდში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზეც ფიქრობდნენ.

ეს არის ნიშნები რეჟიმის, რომელიც თავის თავში სისუსტეს ებრძვის - ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე
ეს არის ნიშნები რეჟიმის, რომელიც თავის თავში სისუსტეს ებრძვის - ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზეTV პირველი

ეს ყველაფერი, რეალურად არის ნიშნები რეჟიმის, რომელიც თავის თავში სისუსტეს ებრძვის, - ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე “ოცნების“ სარჩელის, რომელიც საკონსტიტუციომ განსახილველად მიიღო და პროცესები 21-22-23 ოქტომბერს უკვე ჩანიშნა.

მეხუთე პრეზიდენტი ვერ ხვდება, რა საჭიროა იმ აპრტიების აკრძალვა, რომელსაც ყველაფერი უკვე აუკრძალეს, როგორიცაა დაფინანსება, ხალხთან შეხვედრები საჯარო სივრცეებში და ა.შ.

ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ “ოცნებაში“ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზეც ფიქრობდნენ, რადგან მისი თქმით, უკვე ისეთ ჩიხში არიან შესულები, რომ ერთმანეთსაც კი აღარ ენდობიან.

ეს ყველაფერი, რეალურად არის ნიშნები რეჟიმის, რომელიც თავის თავში სისუსტეს ებრძვის. რა საჭიროა პარტიების აკრძალვა, რომელსაც უკვე ყველაფერი აუკრძალეს, დაფინანსება, ხალხთან შეხვედრები საჯარო სივრცეებში, პოლიტიკური აქტივობა, ეს ყველაფერი ზედმეტია, თუკი ეს არ ასახავს მათ სისუსტეს. ჩიხში არიან შესულები და ჩიხი იმაში მდგომარეობს, რომ რეალურად ერთ ადამიანზეა ჩამოკიდებული ეს რეჟიმი, ამ ერთ ადამიანს აღარავის ნდობა აღარ აქვს მის ირგვლივ, ერთ კობახიძეზეა ჩამოკიდებული, მაგრამ რამდენად უნდა შეცვლა მისი, შეუძლია, არ შეუძლია. ეს უკვე აღარ არის გუნდის, ეს არის გუნდის ნარჩენები, სადაც ერთიმეორეზე აქვთ უნდობლობა, ეჭვები და ა.შ. ჩემთვის ამ ყველაფერში რამდენიმე ნიშანი იკითხება, შეიძლება იყოს ფიქრი, მე არ ვამბობ, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, მაგრამ ფიქრი იმაზე, რომ შეიძლება წავიდნენ ვა ბანკზე, რაც არის რიგგარეშე არჩევენების ჩატარებაზე. ყველამ ვიცით, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილება გაზრდილია, უკვე აღარ არის ფენა, რომელსაც არ აქვს თავისი პრეტენზიები, - განაცხადა მეხუთე პრეზიდენტმა გადაცემა “რეაქციაში“.

მისივე თქმით, რეჟიმი და ივანიშვილი, რომელსაც წინა პლანზე მოჰყავს საკუთარი შვილი, უკვე ნიშანია, რომ აღარ არსებობს უკვე ინსტიტუციური სისტემა, არსებობს ვიწრო და უფრო და უფრო ვიწრო კლანი, რომელიც მართავს ქვეყანას.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?