რევაზ სოხაძე: საგზაო ტენდერში მონაწილეობისთვის საგზაო გამოცდილების ქონა არ არის აუცილებელი. შეგიძლია, თუ სამშენებლო გამოცდილება გაქვს, მათ შორის ამ ტენდერში მიიღო მონაწილეობა. ესეც მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს ჩაკეტილი წრე
რევაზ სოხაძის განცხადებით, საგზაო ტენდერებში მონაწილეობისთვის საგზაო გამოცდილების ქონა აუცილებელი აღარ არის და მასში ჩართვა სამშენებლო გამოცდილების მქონე კომპანიებსაც შეუძლიათ, რათა ბაზარზე რეგიონული მონოპოლიები და ჩაკეტილი წრე აღმოიფხვრას.

საგზაო ტენდერში მონაწილეობისთვის საგზაო გამოცდილების ქონა არ არის აუცილებელი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
სოხაძის თქმით, კომპანიას თუ სამშენებლო გამოცდილება გაქვს, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, მათ შორის ამ ტენდერში.
„საგზაო მიმართულებით განხორციელებული ერთ-ერთი რეფორმა არის ის, რომ ჩვენ ვთქვით, საგზაო ტენდერში მონაწილეობისთვის საგზაო გამოცდილების ქონა არ არის აუცილებელი. შეგიძლია, თუ სამშენებლო გამოცდილება გაქვს, მათ შორის ამ ტენდერში მიიღო მონაწილეობა. ესეც მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს ჩაკეტილი წრე. არ იყოს რამდენიმე კომპანია, რომელიც მონოპოლისტია, მაგალითად ერთ-ერთ რეგიონში და ყველა ტენდერს ის კომპანია იგებდა. ასე ვერ გაგრძელდება. ეს უნდა იყოს ღია ბაზარი და ყველას, ვისაც უნდა პატიოსნად შრომა, ხარისხიანი პროდუქციის შექმნა და ამით ფულის შოვნა, ყველასთვის უნდა იყოს ღია ეს ბაზარი. ვფიქრობ, ახლა ძალიან დიდი შესაძლებლობაა ამ მიმართულებით დღეს საქართველოში“, - აღნიშნა მინისტრმა.
ციტატები სტატიიდან
„საგზაო მიმართულებით განხორციელებული ერთ-ერთი რეფორმა არის ის, რომ ჩვენ ვთქვით, საგზაო ტენდერში მონაწილეობისთვის საგზაო გამოცდილების ქონა არ არის აუცილებელი. შეგიძლია, თუ სამშენებლო გამოცდილება გაქვს, მათ შორის ამ ტენდერში მიიღო მონაწილეობა. ესეც მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს ჩაკეტილი წრე. არ იყოს რამდენიმე კომპანია, რომელიც მონოპოლისტია, მაგალითად ერთ-ერთ რეგიონში და ყველა ტენდერს ის კომპანია იგებდა. ასე ვერ გაგრძელდება. ეს უნდა იყოს ღია ბაზარი და ყველას, ვისაც უნდა პატიოსნად შრომა, ხარისხიანი პროდუქციის შექმნა და ამით ფულის შოვნა, ყველასთვის უნდა იყოს ღია ეს ბაზარი. ვფიქრობ, ახლა ძალიან დიდი შესაძლებლობაა ამ მიმართულებით დღეს საქართველოში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.