პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რევაზ სოხაძე: წლის ბოლომდე 5 მილიარდი ლარის ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები გამოცხადდება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძის განცხადებით, მიმდინარე წელს უკვე გამოცხადდა 8.5 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების 400-ზე მეტი ტენდერი, წლის ბოლომდე კი დამატებით კიდევ 5 მილიარდი ლარის პროექტები გამოცხადდება.

რევაზ სოხაძე: წლის ბოლომდე 5 მილიარდი ლარის ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები გამოცხადდება
რუსთავი 2

"რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში, მიმდინარე წელს, უკვე გამოცხადებულია 400-ზე მეტი ტენდერი, რომელთა საერთო ღირებულება 8.5 მილიარდ ლარს აღემატება", - ამის შესახებ მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა.

მისი თქმით, წლის ბოლომდე, დამატებით, კიდევ დაახლოებით 5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტების გამოცხადება იგეგმება, რაც ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული განვითარების ტემპს კიდევ უფრო გაზრდის.

"ამ სამუშაოების შედეგებს მოსახლეობა უკვე მომავალი წლიდან იგრძნობს. მნიშვნელოვანი პროექტები ერთდროულად იწყება როგორც საგზაო, ისე სხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებებით", - განაცხადა მინისტრმა.

რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება სარფის გვირაბის მშენებლობა, რომელიც ბათუმის შემოვლით გზას სარფთან დააკავშირებს და ტრანზიტულ მოძრაობას გონიოსა და ტურისტული ზონისგან განტვირთავს. ასევე დაგეგმილია ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებითი ორი ზოლის მოწყობა.

მინისტრის თქმით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის დამაკავშირებელი გზის პროექტი, სამტრედია-ზუგდიდის ოთხზოლიანი მაგისტრალის პროექტირება, თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის კი რამდენიმე მონაკვეთზე უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანიები.

"უახლოეს პერიოდში დაიწყება რუსთავის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომლის 3.6-კილომეტრიანი მონაკვეთი წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. პარალელურად, დასკვნით ეტაპზეა რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს გზების სატენდერო პროცედურები და გამარჯვებული კომპანიები უახლოეს პერიოდში გამოვლინდება",- აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძემ კახეთის მიმართულებით მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საგარეჯო-ბადიაურის გზა ყველა გამოვლენილი ხარვეზის სრულად გამოსწორების შემდეგ გაიხსნება.

"ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ხარისხია. გვირჩევნია, გზა ოდნავ გვიან გაიხსნას, მაგრამ იყოს სრულად გამართული, უსაფრთხო და მაღალი სტანდარტის", - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობორევაზ სოხაძე: ჩვენი სამინისტროს სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულია 400-ზე მეტი, 8,5 მილიარდის ღირებულების ტენდერი და წლის ბოლომდე კიდევ გამოცხადდება დაახლოებით 5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შედეგებს უკვე მომავალ წელს თითოეული თქვენგანი, მოსახლეობა იგრძნობს
  2. იმედინიუსისამთავრობორევაზ სოხაძე: წლის ბოლომდე 5 მილიარდი ლარის ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები გამოცხადდება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპის შენელებაზე საუბარი უბრალოდ არასერიოზულია - რევაზ სოხაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები