პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ვიცი ქოცი, აბორტის სანაცვლოდ ტელევიზიაში გადაცემა მისცეს” – მაგდა მამუკაშვილი

სამოქალაქო აქტივისტმა მაგდა მამუკაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სხვადასხვა პიროვნების ქმედებებსა და მორალურ არასწორ ნაბიჯებზე საუბრობს.

“ვიცი ქოცი, აბორტის სანაცვლოდ ტელევიზიაში გადაცემა მისცეს” – მაგდა მამუკაშვილი
ალია

სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი:

ვიცი ქოცი, რომელმაც დაქალი გათიშა, კაცი მიუწვინა გვერდზე, ფოტოები გადაუღო და მის შეყვარებულს გაუგზავნა.

ვიცი ქოცი, რომელმაც ქალი სილის გამო 2 წელი გამოაკეტინა ციხეში.

ვიცი ქოცი, ბიჭებს აგინა და წიხლი რომ მიიღო, პოლიციაში უჩივლა.

ვიცი ქოცი, თავის გადასარჩენად ძმაკაცი ჩაუშვა, რომ ციხიდან მალე გამოვიდეს.

ვიცი ქოცი, საყვარელი რომ დაორსულდა, აბორტი გააკეთებინა, ჯობია ცოლმა გააჩინოს ბავშვი, არჩევნები მაქვს მოსაგებიო.

ვიცი ქოცი, ქრისტიანობაზე თავს დებდა პატრიარქის დაკრძალვიდან ფული მოიპარა.

ვიცი ქოცი, ბაღის ბავშვებს საჭმლის ფული მოპარა.

ვიცი ქოცი, მე მართმადიდებელი ვარო გვიმტკიცებს და მეორე წუთს ამბობს, იდეინი ბო@ი ვარ, ორგიები მიყვარსო.

ვიცი ქოცი, თანამდებობაზე მყოფნი ცაში აჰყავს და მოხსნის მერე მასთან გადაღებულ ფოტოს შლის.

ვიცი ქოცი, თვითონ გეია და გეების წინააღმდეგ მედია პროდუქტს ქმნის.

ვიცი ქოცი, 2 სიტყვას ვერ აბამს და პრეზიდენტი გახდა.

ვიცი ქოცი, ორსულ ქალს დაარტყა.

ვიცი ქოცი, ქოცებს მიეცით ხმაო გვარწმუნებდა და წლების მერე დაგვიწერა, კიდე კაი ამერიკაში ვცხოვრობო.

ვიცი ქოცი, ქმრის საყვარელს ვარდისფერი კუბო გაუგზავნა აბორტით არდაბადებული შვილის გასახსენებლად.

ვიცი ქოცი, მაღალი პოზიცია უკავია, მაგრამ რაღაც რომ არ მოეწონებათ, მამა-მარჩენალის ბიჭები ურტყამენ.

ვიცი ქოცი, მამამისის მტერზე თქვა მისი მეგობარი იყოო, რადგან პარტიამ ასე დაავალა.

ვიცი ქოცი, საკუთარ შვილს ჯანმრთელობის შესახებ ცნობები გაუსაჯაროა, რადგან პარტიამ ასე უბრძანა.

ვიცი ქოცი, ციხეშიც წავალ ჩვენი მწერლების ღირსების დასაცავადო და მეორე დღეს კომენტარებით დამაბულინგესო, ატირდა.

ვიცი ქოცი, ქმარი დაუჭირეს და ცოლი იმის ფოტოებს დებს სთორში და აქებს, ვინც დაიჭირა.

ვიცი ქოცი, მომაკვდავი 1 წლის შვილი აპარატზე შეერთებული დატოვა კლინიკაში და რუსული კანონის მხარდასაჭერად პარლამენტში მიქანდა.

ვიცი ქოცი, ბავშვის აღზრდის მეთოდიკაზე ჭკუას გვასწავლიდა და 3 წლის შვილს ფალოსის ფორმის ბუშტით გარყვნილ თამაშს ეთამაშებოდა.

ვიცი ქოცი, აბორტის სანაცვლოდ ტელევიზიაში გადაცემა მისცეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“მე ირაკლი კობახიძე 2008 წელს გავიცანი, პატარა ჭკვიანი ბიჭი იყო, უცნაური თმით და ჰუმანური ჰაბიტუსით” – მაგდა მამუკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები