პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე885 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმემიხეილ სააკაშვილი: რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? უკაცრავად და ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ როგორც ფაქტს - ჩემს მიერ კაჩინსკის გასვენებაში მიტანილ გვირგვინს, უკრაინის პრეზიდენტის და ჰილარის გამასპინძლებას, 4 პიჯაკს და 1 პალტოს აღიარებთ დანაშაულად, თუნდაც ვაზაგაშვილის და აფრასიძეების განეიტრალებას და ამისგან პარტიის გამიჯვნას ითხოვთ? ყოჩაღ თქვენ!885 ჩანაწერი · 13 მედია

კობახიძე: პარტიების აკრძალვა სამართლებრივი საკითხია, ამის პოლიტიზება არ არის სწორი

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს ბოლომდე მიჰყვება და ამტკიცებს, რომ საკითხი წმინდა სამართლებრივია, ხოლო მისი პოლიტიზება ევროპული პრინციპების დარღვევაა.

კობახიძე: პარტიების აკრძალვა სამართლებრივი საკითხია, ამის პოლიტიზება არ არის სწორი
ნეტგაზეთი

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ შეტანილ სარჩელს ბოლომდე მიჰყვება. კობახიძე, რომელიც განათლებით იურისტი და კონსტიტუციონალისტია, ირწმუნება, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვა “სამართლებრივი საკითხია” და მისი “პოლიტიზება” არ შეიძლება.

“არ უნდა იყოს პოლიტიზებული ეს საკითხი”, – განაცხადა კობახიძემ.

აღნიშნულის შესახებ მან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა განაცხადი იქნება აღნიშნული სარჩელი დასავლელი პარტნიორებისთვის იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის ნაწილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერისკენ უკვე მოუწოდა, კობახიძემ აღნიშნა, რომ საკითხი წმინდა სამართლებრივია და მისი პოლიტიზება ევროპული პრინციპების დარღვევაა.

„ეს არის სამართლებრივი საკითხი. ყველა, ვინც გეგმავს რაიმე კომენტარის გაკეთებას, პირველ რიგში, უნდა გაეცნოს სამართლებრივ მხარეს – სარჩელს და მოგვიანებით გადაწყვეტილებას. ამ საკითხის პოლიტიზება არის თავისთავად პრინციპების, მათ შორის ევროპული პრინციპების დარღვევა. როდესაც პარტიები ითხოვენ ამ საკითხის პოლიტიზებას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ სულისკვეთებაზე“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მოლოდინებს, გაუქმდება თუ არა სარჩელში მითითებული ყველა ოპოზიციური პარტია ერთად, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მოსარჩელის ანუ ამ შემთხვევაში”ქართული ოცნების” ინტერესშია, სარჩელი სრულად, მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.

დღევანდელ ბრიფინგზე ასევე დაისვა კითხვა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნასთან დაკავშირებით. სააკაშვილი ითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე დასასწრებად მისი ეტაპირება ბათუმში მოხდეს, რადგან აღნიშნული სარჩელი უშუალოდ მასაც ეხება. კობახიძის თქმით, კონკრეტული პირების სხდომებზე დასწრების საკითხი მთლიანად სასამართლოს პრეროგატივაა და ის ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის იმ პირთა ვინაობა, ვინც უშუალოდ წარადგენს უმრავლესობის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში. კობახიძის განცხადებით, ეს ტექნიკური საკითხია, რომელზეც გუნდი სამუშაო ფორმატში იმსჯელებს. სავარაუდოდ, წარმდგენები თავად პარლამენტის წევრები იქნებიან, რადგან სარჩელი სასამართლოში დეპუტატების ხელმოწერებით არის შესული.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე: თუ ვინმეს სურს რაიმე კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა გაეცნოს სარჩელს და მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები