ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე - კონკრეტული ადამიანების დასწრების საკითხებზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და მათი პრეროგატივაა - რაც შეეხება წარმდგენ სუბიექტებს, ალბათ, პარლამენტის წარმომადგენლები იქნებიან

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე მიხეილ სააკაშვილის დასწრების საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა, პროცესზე სარჩელს კი, სავარაუდოდ, პარლამენტის წარმომადგენლები წარადგენენ.

ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე - კონკრეტული ადამიანების დასწრების საკითხებზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და მათი პრეროგატივაა - რაც შეეხება წარმდგენ სუბიექტებს, ალბათ, პარლამენტის წარმომადგენლები იქნებიან
ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე - კონკრეტული ადამიანების დასწრების საკითხებზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და მათი პრეროგატივაა - რაც შეეხება წარმდგენ სუბიექტებს, ალბათ, პარლამენტის წარმომადგენლები იქნებიანინტერპრესნიუსი

კონკრეტული ადამიანების დასწრების საკითხებზე თვითონ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და მათი პრეროგატივაა, მე ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნას, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩაიყვანონ, სადაც პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას იწყებენ.

კითხვაზე, თუ ვინ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარმდგენი, კობახიძე პასუხობს, რომ სავარაუდოდ, პარლამენტი, რადგან სწორედ, პარლამენტის წევრების ხელმოწერით არის სარჩელი.

„რაც შეეხება წარმდგენ სუბიექტებს, ადამიანები, რომლებიც სარჩელს წარადგენენ, უნდა იყვნენ ალბათ, პარლამენტის წარმომადგენლები, ვინაიდან პარლამენტის წევრების ხელმოწერით არის შეტანილი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, კონკრეტულად ვინ იქნება წარმომადგენელი, ამაზე მოგვიანებით შეგატყობინებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს სასამართლოსგან, ან შესაძლოა თუ არა, მათი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, კობახიძე ასე პასუხობს:

„ამას მე ვერ გეტყვით. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს სარჩელი, დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. როდესაც კონკრეტულ სუბიექტს სასამართლოში სარჩელი შეაქვს, მის ინტერესებშია სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შედის და ასე დავიცავთ ჩვენს პოზიციებს. დანარჩენი მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოზეა დამოკიდებული“, - განაცხადა კობახიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რაც შეეხება წარმდგენ სუბიექტებს, ადამიანები, რომლებიც სარჩელს წარადგენენ, უნდა იყვნენ ალბათ, პარლამენტის წარმომადგენლები, ვინაიდან პარლამენტის წევრების ხელმოწერით არის შეტანილი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, კონკრეტულად ვინ იქნება წარმომადგენელი, ამაზე მოგვიანებით შეგატყობინებთ“
„ამას მე ვერ გეტყვით. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს სარჩელი, დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. როდესაც კონკრეტულ სუბიექტს სასამართლოში სარჩელი შეაქვს, მის ინტერესებშია სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შედის და ასე დავიცავთ ჩვენს პოზიციებს. დანარჩენი მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოზეა დამოკიდებული“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სააკაშვილი ითხოვს, დაასწრონ ოპოზიციის აკრძალვის საქმესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები