ირაკლი კობახიძე ევროკავშირთან ურთიერთობაზე - ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას და გვაქვს მკაფიო და მარტივი შეთავაზება: დავიწყოთ დიალოგი, რაც უნდა იყოს წარმართული პოლიტიკურ დონეზე და უნდა იყოს ღია და საჯარო ქართული საზოგადოებისთვის
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირთან ურთიერთობის გასაჯანსაღებლად პოლიტიკურ დონეზე ღია და საჯარო დიალოგი უნდა დაიწყოს, თუმცა ევროკომისიის მიდგომებში არსებული „ორმაგი სტანდარტების“ გამო გაფართოების ახალი ანგარიშისგან გაუმჯობესებას არ ელის.

ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას და ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და მარტივი შეთავაზება: დავიწყოთ დიალოგი. ეს დიალოგი, ჩვენი წარმოდგენით, უნდა იყოს წარმართული პოლიტიკურ დონეზე, ეს დიალოგი და დისკუსია უნდა იყოს ღია და საჯარო ქართული საზოგადოებისთვის. ეს არის ჩვენი შეთავაზება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობის კონტექსტში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ნოემბერში გაფართოების ანგარიშისგან ისინი ახალს არაფერს ელიან, რადგან პრემიერის შეფასებით, ევროკომისიის მიდგომებში არსებითი ცვლილება არ არის.
„ალბათ, მსგავსი იქნება ახალი ანგარიშიც, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე არსებით ცვლილებას ევროკომისიის მიდგომებში, რაც ძალიან სამწუხაროა. ხედავთ, რომ არის ორმაგი სტანდარტები, უსამართლო დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, რაც ჯერჯერობით არ შეცვლილა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რაიმე გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ, რაც სამწუხარო რეალობაა.
ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას და ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და მარტივი შეთავაზება: დავიწყოთ დიალოგი. ეს დიალოგი, ჩვენი წარმოდგენით უნდა იყოს წარმართული პოლიტიკურ დონეზე, საბოლოო ჯამში, პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებებს, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ დონეზე დაიწყოს ეს დიალოგი და მეორე, რაც არის ჩვენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი, ეს დიალოგი და დისკუსია უნდა იყოს ღია და საჯარო და ქართლი საზოგადოებისთვის. ეს არის ჩვენი შეთავაზება. მე მგონი, ეს არის აბსოლუტურად იდეალური შეთავაზება, დიალოგის გარეშე ვერც ერთი საკითხი ვერ გადაწყდება. რატომ არ შეიძლება ჩვენს ამ შეთავაზებას დაუპირისპირდეს დადებითი პასუხი, ჩვენ არ ვიცით. თუ არსებობს სურვილი, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები, ამ შემთხვევაში ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები იოლად უნდა დაეთანხმონ ჩვენს შეთავაზებას, იმიტომ, რომ დიალოგს არავითარი მინუსი არ შეიძლება ჰქონდეს“, - განაცხადა კობახიძემ.
ციტატები სტატიიდან
„ალბათ, მსგავსი იქნება ახალი ანგარიშიც, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე არსებით ცვლილებას ევროკომისიის მიდგომებში, რაც ძალიან სამწუხაროა. ხედავთ, რომ არის ორმაგი სტანდარტები, უსამართლო დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, რაც ჯერჯერობით არ შეცვლილა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რაიმე გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ, რაც სამწუხარო რეალობაა. ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას და ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და მარტივი შეთავაზება: დავიწყოთ დიალოგი. ეს დიალოგი, ჩვენი წარმოდგენით უნდა იყოს წარმართული პოლიტიკურ დონეზე, საბოლოო ჯამში, პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებებს, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ დონეზე დაიწყოს ეს დიალოგი და მეორე, რაც არის ჩვენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი, ეს დიალოგი და დისკუსია უნდა იყოს ღია და საჯარო და ქართლი საზოგადოებისთვის. ეს არის ჩვენი შეთავაზება. მე მგონი, ეს არის აბსოლუტურად იდეალური შეთავაზება, დიალოგის გარეშე ვერც ერთი საკითხი ვერ გადაწყდება. რატომ არ შეიძლება ჩვენს ამ შეთავაზებას დაუპირისპირდეს დადებითი პასუხი, ჩვენ არ ვიცით. თუ არსებობს სურვილი, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები, ამ შემთხვევაში ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები იოლად უნდა დაეთანხმონ ჩვენს შეთავაზებას, იმიტომ, რომ დიალოგს არავითარი მინუსი არ შეიძლება ჰქონდეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.