პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე ევროკავშირთან ურთიერთობაზე: ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას და გვაქვს ძალიან მკაფიო და მარტივი შეთავაზება - დავიწყოთ დიალოგი

ირაკლი კობახიძე ევროკომისიას ორმაგ სტანდარტებსა და უსამართლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ურთიერთობების დასაბრუნებლად ევროკავშირს ღია და საჯარო პოლიტიკურ დიალოგს სთავაზობს.

ირაკლი კობახიძე ევროკავშირთან ურთიერთობაზე: ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას და გვაქვს ძალიან მკაფიო და მარტივი შეთავაზება - დავიწყოთ დიალოგი
იმედინიუსი

ალბათ შარშანდლის მსგავსი იქნება ახალი ანგარიში, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვხედავთ რაიმე არსებით ცვლილებას ევროკომისიის მიდგომაში, რაც ძალიან სამწუხაროა, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებულ მოლოდინზე საუბრისას. პრემიერ-მინისტრმა კვლავ გაუსვა ხაზი ორმაგ სტანდარტებსა და უსამართლო დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ, რაც ჯერჯერობით არ შეცვლილა.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ ვინ უნდა გადადგას ნაბიჯები ურთიერთობის საწყის დონეზე დასაბრუნებლად.

„ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას და გვაქვს ძალიან მკაფიო და მარტივი შეთავაზება - დავიწყოთ დიალოგი. ეს დიალოგი, ჩვენი წარმოდგენით, უნდა იყოს წარმართული პოლიტიკურ დონზე, რადგან საბოლოო ჯამში პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებებს როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ დონეზე დაიწყოს ეს დიალოგი. მეორე, რაც ჩვენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანია, ეს დიალოგი და დისკუსია უნდა იყოს ღია და საჯარო, მათ შორის ქართველი საზოგადოებისთვის. ეს არის ჩვენი შეთავაზება. მე მგონი, ეს არის აბსოლუტურად იდეალური შეთავაზება. დიალოგის გარეშე ვერცერთი საკითხი ვერ გადაწყდება. რატომ არ შეიძლება ჩვენს ამ შეთავაზებას დაუპირისპირდეს დადებითი პასუხი, არ ვიცით. თუ არსებობს ურთიერთობების გაჯანსაღების სურვილი, ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები იოლად უნდა დაეთანხმონ ჩვენს შეთავაზებას, იმიტომ, რომ დიალოგს არავითარი მინუსი არ შეიძლება ჰქონდეს“, - მიიჩნევს პრემიერი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე ევროკავშირთან ურთიერთობაზე - ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას და გვაქვს მკაფიო და მარტივი შეთავაზება: დავიწყოთ დიალოგი, რაც უნდა იყოს წარმართული პოლიტიკურ დონეზე და უნდა იყოს ღია და საჯარო ქართული საზოგადოებისთვის
  2. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას და გვაქვს ძალიან მკაფიო და მარტივი შეთავაზება - დავიწყოთ დიალოგი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე – ვხედავთ უსამართლო დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ, აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობთ, რომ ევროკომისიის მორიგ ანგარიშში რაიმე გაუმჯობესებას უნდა ველოდოთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები