პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ოცნება": ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ კორუფცია დამარცხებულია

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოზე განაცხადა, რომ გუნდში წარსულში არსებული კორუფციული გამოწვევები სრულად და ეფექტურად არის გადალახული.

"ოცნება": ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ კორუფცია დამარცხებულია
TV პირველი

ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში, გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურად არის გადალახული.

ამის შესახებ "ოცნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა დაესწრო. სხდომას ესწრებოდა პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა განახლდა - პოლიტსაბჭოს წევრები გახდნენ უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე.

პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ, შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდა.

როგორც პოლიტსაბჭოზე, ასევე უმრავლესობის სხდომაზე, მმართველი გუნდის წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები განიხილეს.

პარტიის საპატიო თავმჯდომარემ გუნდის წევრებს აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში, გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურად არის გადალახული.

ასევე, სხდომაზე ყურადღება დაეთმო მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაანონსებულ კონკრეტულ ინიციატივებსა და რეფორმებს. უმრავლესობის სხდომა დისკუსიის ფორმატში წარიმართა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 2
  1. იმედინიუსისამთავრობო„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურად არის გადალახული
  2. BM.GEოპოზიციური"გუნდში კორუფციული გამოწვევები სრულად არის გადალახული" - რა განიხილეს დღევანდელ სხდომაზე?
  3. რუსთავი 2სამთავრობო"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა დაესწრო
  4. რუსთავი 2სამთავრობო"ქართული ოცნება" - ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად გამოწვევები გადალახულია
  5. ფორმულაოპოზიციური"ქართული ოცნება": ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გუნდში კორუფციული გამოწვევები გადალახულია
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ქართული ოცნება“: კორუფციასთან ბრძოლა დასრულებულია — ივანიშვილმა პატიმარ ყოფილ თანაგუნდელებზე ისაუბრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები