ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, ცნობიერების ასამაღლებლად ქუთაისში სხვადასხვა აქტივობა მიმდინარეობს

„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ქუთაისში ჭადრაკის საქველმოქმედო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც შეგროვებული თანხა პაციენტებს მოხმარდება. შეჯიბრებაში მოჭადრაკეებთან ერთად ექიმები და პაციენტები მონაწილეობენ.

"ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, ცნობიერების ასამაღლებლად, ქუთაისში სხვადასხვა აქტივობა მიმდინარეობს. დღეს სასტუმრო "არგოში" საქველმოქმედო ტურნირი გაიმართა ჭადრაკში. მასში პროფესიონალი და მოყვარული მოჭადრაკეები, ასევე ექიმები და პაციენტები მონაწილეობენ.

ტურნირი საქველმოქმედოა და შეგროვებული თანხა პაციენტებს მოხმარდება. გამარჯვებულებს სიმბოლურად ნონა გაფრინდაშვილის ხელმოწერით საპრეზენტაციო დაფები, წიგნები, სერტიფიკატები და მედლები გადაეცემა. კამპანია "ვარდისფერი ოქტომბერი" ერთი თვის განმავლობაში გრძელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

უახლესი ამბები