"ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, ქობულეთში ქალთა ჯანმრთელობის მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, ქობულეთის კულტურის სახლში ქალთა ჯანმრთელობის მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა, სადაც ყურადღება სკრინინგსა და ადრეულ დიაგნოსტიკას დაეთმო.
ქობულეთში ქალთა ჯანმრთელობის მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა. "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, კულტურის სახლში მოწყობილ შეხვედრაზე მთავარი ყურადღება სკრინინგს, დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და პროფილაქტიკურ გამოკვლევებს დაეთმო.
ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპეციალისტებისგან კონსულტაცია მიეღოთ და თემატური ბავშვთა ნახატების გამოფენაც დაეთვალიერებინათ.
შეხვედრა ქობულეთის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით მოეწყო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.