ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აქცია "ოცნების" ოფისთან: პროტესტი ყველგან მოგაკითხავთ ბატონო ბიძინა, თქვენი რეპრესიების მიუხედავად, ჩვენ ვარსებობთ

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

„ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა უნდა გაიმართოს, სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაინახოს, რომ რეპრესიების მიუხედავად პროტესტი არსად გამქრალა.

აქცია "ოცნების" ოფისთან: პროტესტი ყველგან მოგაკითხავთ ბატონო ბიძინა, თქვენი რეპრესიების მიუხედავად, ჩვენ ვარსებობთ
აქცია "ოცნების" ოფისთან: პროტესტი ყველგან მოგაკითხავთ ბატონო ბიძინა, თქვენი რეპრესიების მიუხედავად, ჩვენ ვარსებობთTV პირველი

ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს "ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, სადაც რამდენიმე წუთში უმრავლესობის სხდომა უნდა დაიწყოს.

აქტივისტების თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ პროტესტი არსებობს და რომ მას ყველგან მიაკითხავს.

ბიძინა ივანიშვილს გვინდა ვაჩვენოთ, რომ პროტესტი არსად არ გამქრალა და მიუხედავად იმისა, რომ ეუბნებიან და ატყუებენ, რომ 5 კაცი დგას პარლამენტთან, უნდა იცოდეს და თავისი თვალით დაინახოს, რომ 5 კაცი არ დგას მხოლოდ პარლამენტთან. პროტესტის ყველგან მიაკითხავს მას. ჩვენ აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაიგოს, მიუხედავად ამდენი რეპრესიებისა და მიუხედავდ ჩვენი "სიკვდილებისა", ჩვენ მაინც ვარსებობთ, ვდგავართ და ვიარსებებთ სულ", - ამბობს აქციის მონაწილე.

დღეს ზუსტად 14:00 საათზე უმრავლესობის სხდომა იმართება. გორგასლის ოფისში უკვე მივიდნენ "ოცნების" ლიდერები. პარტიის ოფისში სავარაუდოდ უკვე მისულია ბიძინა ივანიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები