პოლიტიკა · 17 ოქტომბერი, 14:06
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისთან 40-მდე ადამიანი აქციას მართავს
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისთან, სადაც პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები მიმდინარეობს, ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების 40-მდე მონაწილე საპროტესტო აქციას მართავს.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის პარალელურად, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ.
გორგასლის ოფისთან 40-მდე ადამიანი შეიკრიბა.
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ამ წუთებში კი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. რაზე იმსჯელებენ, კონკრეტული საკითხები ჯერ ცნობილი არ არის.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.