ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სარჯველაძე "ემორის უნივერსიტეტის" პროფესორებს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე „ემორის უნივერსიტეტის“ პროფესორებს შეხვდა, სადაც ტუბერკულოზის მართვისა და მედიკოსების გადამზადების ახალი, 5-წლიანი საგრანტო პროექტი განიხილეს.

მიხეილ სარჯველაძე "ემორის უნივერსიტეტის" პროფესორებს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე "ემორის უნივერსიტეტის" პროფესორებს შეხვდარუსთავი 2

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამერიკის „ემორის უნივერსიტეტის“ (Emory University) პროფესორებს შეხვდა, რომელთან ერთადაც უწყება ტუბერკულოზის მართვის ერთობლივ პროექტებს ახორციელებს. აღნიშნული პროგრამები მოიცავს ტუბერკულოზის მართვისთვის საჭირო კვლევების მიმართულებით ახალგაზრდა მედიკოსების გადამზადებასა და ხელშეწყობას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მხარეებს შორის პარტნიორობა 20 წელია გრძელდება - თანამშრომლობის ფარგლებში, 45-მდე ქართველმა ექიმმა გაიარა ტრენინგი ტუბერკულოზის კვლევის, პრევენციისა და კონტროლის, 700-მდე მედიკოსმა კი - სხვადასხვა მიმართულების ტრენინგები. ამასთან, საერთაშორისო სამედიცინო გამოცემებში გამოქვეყნდა ქართველი მკვლევრების 350-ზე მეტი პუბლიკაცია.

მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების მიზნით, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. მინისტრმა პარტნიორებს ამ მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო და სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიურად თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ახალი საგრანტო პროექტიც განიხილეს, რომელიც მოიცავს 5 წლის განმავლობაში, ქართველი მედიკოსების გადამზადებასა და ტრენინგებს ტუბერკულოზის მართვის საჭირო კვლევების მიმართულებით. ასევე - სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებაში ხელშეწყობას, სამეცნიერო კვლევების დაფინანსებას, პროფესიული კონფერენციების ჩატარებაში ხელშეწყობას და სხვ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში „ემორის უნივერსიტეტთან“ მიმდინარე ერთობლივი პროექტები აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (National Institutes of Health – NIH) ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის (Fogarty International Center) მხარდაჭერით ხორციელდება.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი, ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე და მკვლევრები ესწრებოდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სარჯველაძე „ემორის უნივერსიტეტის“ პროფესორებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები