პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის CDC-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდა, სადაც მხარეებმა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ერთობლივ მუშაობასა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დელეგაციას შეხვდა
პირველი არხი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორის მოადგილეს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ის შესაბამისი უწყებების ხანგრძლივ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შედეგად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მიღწეულ წარმატებებზე.

მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა CDC-თან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ პარტნიორობას, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მოტანა შეუძლია.

შეხვედრაზე სამომავლო პრიორიტეტებზეც ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, მხარეებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ერთობლივ მუშაობაზე, საქართველოს მდგრადი შესაძლებლობების გაძლიერებასა და ორმხრივ სარგებელზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ფურცელაძე, აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი, ჯანდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომიხეილ სარჯველაძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დელეგაციას შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მიხეილ სარჯველაძე აშშ-ში არაგადამდები დაავადებების ალიანსის ხელმძღვანელებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები