Euroscope: ევროკომისია გაფართოებაზე ყოველწლიურ ანგარიშს 4 ნოემბერს წარადგენს
ევროკომისია გაფართოების ანგარიშს 4 ნოემბერს წარადგენს. ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ხელისუფლების მიერ ევროკავშირის მოწოდებები უგულებელყოფილია, ევროსტრუქტურებზე „ოცნების“ თავდასხმებს კი შედეგები მოჰყვება.

ევროკომისია გაფართოებაზე ყოველწლიურ ანგარიშს 4 ნოემბერს წარადგენს - ამის შესახებ ევროსკოპისთვის ხდება ცნობილი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პეველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ევროკომისიის წინა ანგარიში საქართველოსთვის გამანადგურებელი იყო და რომ მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.
"მოდით, დაველოდოთ, კონკრეტულად რა გზავნილი იქნება ამ ანგარიშში" - თქვა ელჩმა.
ჰერჩნსკის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილია. მისივე განცხადებით, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმა მიმდინარეობს "ოცნების" წარმომადგენლების მიერ, რასაც "თავისი შედეგები მოჰყვება".
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.