პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ამოიღეს 60 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" - დააკავეს 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში ნარკოტიკების გასაღების ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შსს-ს ცნობით, ამოღებულია 60 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“ და ბრალდებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ამოიღეს 60 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" - დააკავეს 4 პირი
ფორმულა

თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყვნენ ჩართულნი. ისინი შემდგომი გასაღების მიზნით, ნარკოტიკებს სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ფოტომასალას დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული, 60 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი".

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოპოლიციამ თბილისში ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 4 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
  2. იმედინიუსისამთავრობოპოლიციამ თბილისში ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 4 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
  3. რუსთავი 2სამთავრობოსამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 4 პირი
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები