ამერიკელი სენატორი: ტრამპი ადასტურებს რომ მკვლელის, რუსული ომის ხელშემწყობთა მხარესაა
დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედება შეაჩერა, რასაც ამერიკელი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი ლაჩრულ ნაბიჯს უწოდებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინისა და რუსული ომის მხარეს დგას.

ამერიკელი სენატორი "დემოკრატიული პარტიიდან" რიჩარდ ბლუმენტალი ტრამპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედების შეჩერავას ეხმაურება.
ბლუმენტალი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ლაჩრულს უწოდებს და აღნიშნავს რომ ტრამპმა ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის რუსეთის მხარეს დგას და მის გადაწყვეტილებას აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან საერთო არაფერი აქვს.
"დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის სისხლისმსმელი მკვლელისა და რუსული ომის მანქანის ხელშემწყობთა მხარესაა.
ამერიკელების უმრავლესობის, კონგრესის ორივე პალატაში მათი წარმომადგენლებისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ დგას.
ეს მთლიანად ვლადიმერ პუტინისთვის ფეხქვეშ გაგებაა.
ვიმედოვნებ, ჩემი კოლეგები ამ ლაჩრული ნაბიჯის დასაგმობად შემომიერთდებიან", - წერს სენატორი.
დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ "ლინდსი გრემის კანონით" გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება შეაჩერა.
რუსეთის წინააღმდეგ ახალი კანონით გათვალისწინებული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება 18 ოქტომბერიდან ძალაში უნდა შესულიყო.ტრამპმა ბრძანებას ხელი 16 ოქტომბერს მოაწერა.
ტრამპის, აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ გათვალისწინებული სანქციების ამოქმედების შეჩერება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის.
ციტატები სტატიიდან
„დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის სისხლისმსმელი მკვლელისა და რუსული ომის მანქანის ხელშემწყობთა მხარესაა. ამერიკელების უმრავლესობის, კონგრესის ორივე პალატაში მათი წარმომადგენლებისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ დგას. ეს მთლიანად ვლადიმერ პუტინისთვის ფეხქვეშ გაგებაა. ვიმედოვნებ, ჩემი კოლეგები ამ ლაჩრული ნაბიჯის დასაგმობად შემომიერთდებიან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.