პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძე პარაგრაფში მივიდა - საგანგებო სხდომამდე პრემიერს კითხვები "პირველებმა" დაუსვა

ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და „ოცნების“ ლიდერებმა უპასუხოდ დატოვეს „პირველების“ კითხვა, იგეგმება თუ არა პრემიერის შეცვლა ან საკადრო ცვლილებები შეკრებაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

კობახიძე პარაგრაფში მივიდა - საგანგებო სხდომამდე პრემიერს კითხვები "პირველებმა" დაუსვა
TV პირველი

საგანგებო შეკრებამდე რამდენიმე საათით ადრე "ოცნების" ლიდერები ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოჩდნენ - სასტუმრო პარაგრაფში ცოტა ხნის წინ მივიდა ირაკლი კობახიძეც.

ქვეყნის პრემიერს "პირველებმა" ჰკითხა იგეგმება თუ არა მისი შეცვლა ან საკადრო ცვლილებები უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართება და რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

მთავრობის მეთაურმა კითხვებს არ უპასუხა.

პარაგრაფში მივიდნენ მიხეილ ყაველაშვილი, შალვა პაპუაშვილი, თეა ახვლედიანი და "ოცნების" რიგითი დეპუტატებიც. დღევანდელ შეკრებაზე საუბარი არც მათ ისურვეს.

უმრავლესობის სხდომა "ოცნების" ცენტრალურ ოფისში 14:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კობახიძის შემდეგ, პაპუაშვილიც ამტკიცებს რომ უმრავლესობის სხდომაზე "სირპრიზები არ იქნება"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები