პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 40 პროცენტით არის გაზრდილი, უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 25%-იანი ზრდაა, ვფიქრობ, შემდეგ წლებში, რაც უფრო პოპულარული გახდება ეს პროგრამა, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება

საქართველოს მთავრობატელეიმედი

ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი 40%-ით გაიზარდა, სამინისტროებს კი აქვთ რეკომენდაცია, შესაძლებლობის შემთხვევაში წარმატებული კადრები დაიტოვონ.

ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 40 პროცენტით არის გაზრდილი, უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 25%-იანი ზრდაა, ვფიქრობ, შემდეგ წლებში, რაც უფრო პოპულარული გახდება ეს პროგრამა, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება
იმედინიუსი

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 40 პროცენტით არის გაზრდილი, უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 25%-იანი ზრდაა, ვფიქრობ, შემდეგ წლებში, რაც უფრო პოპულარული გახდება ეს პროგრამა, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, სამინისტროებს მთავრობის ადმინისტრაციიდან აქვთ რეკომენდაცია, თუ ნახავენ ისინი ისეთ კადრებს, რომლებიც შესაძლებელია, რომ დაიტოვონ, მაქსიმალურად მოხდეს მათთან ურთიერთობის გაგრძელება.

„ჩვენ გვაქვს ორი მთავარი მიზანი, პირველი შანსი მივცეთ ახალგაზრდებს, რომ შევიდნენ პროფესიულ საქმიანობაში, პრაქტიკულ საქმიანობაში. უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის რეალიზება მოახდინონ. მეორე არის, რომ საჯარო სამსახურში საჭირო არის კვალიფიციური, ახალი, მოტივირებული კადრები და ვფიქრობთ, ახალგაზრდაზე ძალიან მოტივირებული არიან.

იცით, რომ პრემიერმა დააანონსა უმაღლესი განათლების რეფორმა და უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ ჩვენ ბაზარს უნდა მივაწოდოთ ისეთი კვალიფიციური კადრი, რისი მოთხოვნაც არსებობს. ბაზრის მოთხოვნები როგორც კონკრეტული პროფესიის მიმართულებით, ასევე კვალიფიკაციის მიმართულებით, უნდა იყოს თანხვედრაში იმ განათლების ხარისხთან და სტუდენტების რაოდენობასთან, რომელიც გვყავს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში ჩართულია 364 უწყება, 3500 ვაკანსიაზე გვქონდა 55 000 აპლიკაცია, საიდანაც 5 600 იყო უნიკალური - ეს მიუთითებს ძალიან დიდ ინტერესზე, 1500-მდე სტაჟიორი იქნა შერჩეული
  2. იმედინიუსისამთავრობოლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში ჩართულია 364 უწყება, 3500 ვაკანსიაზე გვქონდა 55 000 აპლიკაცია, საიდანაც 5 600 იყო უნიკალური - ეს მიუთითებს ძალიან დიდ ინტერესზე, 1500-მდე სტაჟიორი იქნა შერჩეული
  3. რუსთავი 2სამთავრობოლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 40 პროცენტით გაზრდილია, უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 25%-იანი ზრდაა, შემდეგ წლებში, რაც უფრო პოპულარული გახდება პროგრამა, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: წარმატებით დაიწყო საჯარო სამსახურში კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, კონკურსში მიიღო მონაწილეობა 5 692-მა კურსდამთავრებულმა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 20%-ით აღემატებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები