ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ციხეში რომ მოვა, “გენერლის პაგონები“ არ დარჩეს - ელისაშვილი მდინარაძეს მიმართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძე ციხის გზაზეა და საკუთარ პატიმრობას სწორედ მდინარაძის შურისძიებას უკავშირებს.

ციხეში რომ მოვა, “გენერლის პაგონები“ არ დარჩეს - ელისაშვილი მდინარაძეს მიმართავს
ციხეში რომ მოვა, “გენერლის პაგონები“ არ დარჩეს - ელისაშვილი მდინარაძეს მიმართავსTV პირველი

ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკიდან წასული მამუკა მდინარაძე ციხის გზაზეა, რადგან ისიც “ციხეში გაამწესა საკუთარმა პატრონმა“- განცხადება "მოქალაქეების" ლიდერმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმის განხილვისას გააკეთა.

დაპატიმრებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ დაწყებული საქმე აუცილებლად უნდა დაამთავროს და მდინარაძეს მოუწოდებს, ციხეში შესვლამდე, “გენერლის პაგონები“ არ დარჩეს, რადგან ჯერ “გენერალი არ უცემია.“

ლეიტენანტი იყო, როცა ვცემე და დაწყებული საქმე უნდა დავამთავრო - თქვა მან სასამართლო პროცესზე.

მდინარაძეზე არაფერს არ ვიტყვი, წაქცეულის ცემა საკადრისი არ არის, მაგრამ ერთს ვაფრთხილებ, ციხის გზაზე დგას ეგ აშკარად, გაამწესა თავისმა პატრონმა და რომ მოვა, გენერლის პაგონები არ დარჩეს, გენერალი ჯერ არ მიცემია, ლეიტენანტი იყო, როცა ვცემე და დაწყებული საქმე უნდა დავამთავრო, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი საკუთარ პატიმრობას მამუკა მდინარაძის შურისძიებას უკავშირებს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.