ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია: BlackRock-ის აქტივების რეკორდული მოცულობა აშშ-ის ეკონომიკის ნახევარს შეადგენს

BlackRock-ის მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ რეკორდულ 15,49 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც აშშ-ის მთლიანი ეკონომიკის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

მედია: BlackRock-ის აქტივების რეკორდული მოცულობა აშშ-ის ეკონომიკის ნახევარს შეადგენს
მედია: BlackRock-ის აქტივების რეკორდული მოცულობა აშშ-ის ეკონომიკის ნახევარს შეადგენსPOSTV

BlackRock-ს ახლა ისეთი ოდენობის აქტივები აქვს, რომელიც აშშ-ის ეკონომიკის ნახევარს უტოლდება, – ამის შესახებ ამერიკული წამყვანი ფინანსური და ეკონომიკური საინფორმაციო სააგენტო წერს და უმსხვილესი საინვესტიციო და აქტივების მართვის გიგანტის, BlackRock-ის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს.

BlackRock-მა მესამე კვარტალი მართვის ქვეშ არსებული აქტივების რეკორდული მაჩვენებლით – 15,49 ტრილიონი დოლარით დაასრულა, რაც აშშ-ის მთლიანი ეკონომიკის, დაახლოებით ნახევარია.

კვარტლის განმავლობაში კლიენტების მხრიდან წმინდა შემოდინებამ 205 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ბოლო 12 თვის განმავლობაში – 869 მილიარდი დოლარი.

განსაკუთრებით ძლიერი ზრდა დაფიქსირდა iShares-ის მიმართულებით: მისმა წამყვანმა ETF-ებმა (ბირჟაზე ვაჭრობადმა ფონდებმა), თითქმის 135 მილიარდი დოლარი მოიზიდა.

BlackRock-ის შემოსავალი 19%-ით გაიზარდა და 7,75 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე 15,93 დოლარს მიაღწია. კომპანიამ ასევე განახორციელა საკუთარი აქციების გამოსყიდვა 550 მილიონი დოლარის ოდენობით.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინისთვის Starlink-ზე წვდომა არც მას და არც ილონ მასკს არ შეუზღუდავსწაიკითხე

უახლესი ამბები