ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინამ დაადასტურა დარტყმა როსტოვის სამხედრო აეროდრომსა და იაროსლავლის ქარხანაზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 17 სექტემბერს უკრაინულმა ძალებმა რუსეთში, როსტოვის ოლქის სამხედრო აეროდრომსა და იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „სლავნეფტ-იანოსზე“ მიიტანეს იერიში. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს იყო უსაფრთხოების სამსახურის, არმიის უპილოტო სისტემების ძალებისა და დაზვერვის ერთობლივი ოპერაცია. რუსულმა მხარემ დაადასტურა შეტევა იაროსლავლის ქარხანაზე, ხოლო რუსეთი ამ დარტყმებს „ტერორისტულ შეტევად“ განიხილავს.

უკრაინამ დაადასტურა დარტყმა როსტოვის სამხედრო აეროდრომსა და იაროსლავლის ქარხანაზე
უკრაინამ დაადასტურა დარტყმა როსტოვის სამხედრო აეროდრომსა და იაროსლავლის ქარხანაზერადიო თავისუფლება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ 17 სექტემბერს თავდაცვის ძალებმა რუსეთის როსტოვის ოლქში შეუტიეს სამხედრო აეროდრომს „დონის როსტოვი-ცენტრალური“, ხოლო იაროსლავის ოლქში - ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „სლავნეფტ-იანოსს“.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო აეროდრომზე დარტყმის შედეგად დაფიქსირებულია ხანძარი და დეტონაცია. დადასტურებულია ან-26 ტიპის ორი სატრანსპორტო თვითმფრინავის, ერთი ან-12-ის და სამი ვერტმფრენის განადგურება.

გენერალური შტაბის ცნობითვე, ქალაქ იაროსლავლში მდებარე ქარხანა „სლავნეფტ-იანოსზე“ შეტევის შედეგად დაზიანებულია ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ მეომრებს, რომლებიც „ყოველდღიურად ომს რუსეთისთვის საგრძნობად ხდიან".

ზელენსკის ინფორმაციით, სამხედრო აეროდრომსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევა იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, არმიის უპილოტო სისტემების ძალებისა და დაზვერვის ერთობლივი ოპერაცია.

რუსეთის ხელისუფლებამ 17 სექტემბერს დილით დაადასტურა დრონებით შეტევა და ხანძარი იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. როსტოვის სამხედრო აეროდრომზე ოფიციალურად არაფერი უთქვამთ.

უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე შეტევებს უწოდებს ომის გადატანას იქ, საიდანაც ეს ომი მოვიდა.

რუსეთი ამ დარტყმებს „ტერორისტულ შეტევად" განიხილავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინამ რუსეთის კიდევ ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები