პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთში შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც უმსხვილესი ქარხნების ხუთეულშია

იაროსლავის ოლქის გუბერნატორ მიხაილ ევრაევის ცნობით, რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ქარხანა „სლავნეფტ-იანოსზე“ დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დაიჭრა ორი თანამშრომელი და გაჩნდა ხანძარი.

რუსეთში შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც უმსხვილესი ქარხნების ხუთეულშია
რადიო თავისუფლება

ქარხანაზე „მასშტაბური შეტევა” და ხანძარი, რის შესახებაც გამთენიისას წერდნენ მონიტორინგის უკრაინული არხები და რუსული მედია, დილით დაადასტურა იაროსლავის ოლქის გუბერნატორმაც.

ქარხანა „სლავნეფტ-იანოსი“ ერთ-ერთია რუსეთის ხუთ ყველაზე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შორის და წელიწადში 15 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია.

ქარხნის მფლობელ „სლავნეფტს” კომპანიები „როსნეფტი" და „გაზპრომ ნეფტი" აკონტროლებენ.

რა არის ცნობილი

3 ნოემბერს დილის ცხრა საათისთვის იაროსლავის ოლქის გუბერნატორ მიხაილ ევრაევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვა „იგერიებდა მტრის უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბურ შეტევას იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. სულ 124 უპილოტო”.

გუბერნატორის თანახმად, ქარხნის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია, დაჭრილია ორი თანამშრომელი, მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.

მანამდე „სლავნეფტ-იანოსზე“ უკრაინული დრონებით დარტყმისა და მასშაბური ხანძრის შესახებ დაწერეს მონიტორინგის უკრაინულმა არხებმა Exilenova+ და Supernova+ და დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემამ ASTRA.

ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა „სლავნეფტ-იანოსს“ რამდენჯერმე დაარტყეს. წინა შეტევა 2026 წლის სექტემბერში იყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიუკრაინულმა დრონებმა იაროსლავის ნავთობქარხანას დაარტყეს
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინულმა დრონებმა იაროსლავის ნავთობქარხანას დაარტყესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები