კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - "საჩუქარი" გაიხსნა, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის 105 წლის იუბილეს ეძღვნება
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიხეილ თუმანიშვილის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ გაიხსნა, რომელიც 14 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „საჩუქარი“ გაიხსნა, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის 105 წლის იუბილეს ეძღვნება. 29-ე სეზონის გახსნის ღონისძიებას კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ კიკნაძე დაესწრო.
წლევანდელი სეზონი იტალიური თეატრალური კომპანია Dewey Dell-ის „კურთხეული გაზაფხულით“ გაიხსნა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, პროფესიულმა საცეკვაო ჟურნალმა - DANZA&DANZA საუკეთესო იტალიურ საცეკვაო ნამუშევრად დაასახელა.
„საქართველოს კულტურის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც კულტურული სივრცის გამრავალფეროვნებას, პროფესიული გამოცდილების გაზიარებას და ქართველი ხელოვანების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას უწყობს ხელს. უკვე წლებია, რაც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ქართული კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენად ჩამოყალიბდა, მით უფრო, რომ ის განსაკუთრებულ როლს ასრულებს თანამედროვე ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში, ასევე, საერთაშორისო კულტურული კავშირების გაღრმავებაში“, - აღნიშნა მიხეილ კიკნაძემ.
წლევანდელი პროგრამა მოიცავს როგორც ვიმ ვანდეკეიბუსის მასტერკლასს მოცეკვავეებისთვის, ასევე, ცნობილ დადგმებს, როგორებიცაა: „ამფიტრიონი“, „მანკიერი შთამომავლობა“, „ფრანკენშტაინი - მწერლის ავტოპორტრეტი: ახალი ქმნილება“ და ა.შ.
16 ოქტომბრიდან 14 ნოემბრამდე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს როგორც ქართველი, ისე მსოფლიოს გამოჩენილი რეჟისორებისა და წამყვანი თეატრალური დასების ნამუშევრებს იტალიიდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და ისრაელიდან.
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს კულტურის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც კულტურული სივრცის გამრავალფეროვნებას, პროფესიული გამოცდილების გაზიარებას და ქართველი ხელოვანების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას უწყობს ხელს. უკვე წლებია, რაც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ქართული კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენად ჩამოყალიბდა, მით უფრო, რომ ის განსაკუთრებულ როლს ასრულებს თანამედროვე ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში, ასევე, საერთაშორისო კულტურული კავშირების გაღრმავებაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.