“დავბრუნდი” – ილია თოფურიამ საბოლოო სამედიცინო შემოწმება გაიარა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ საბოლოო სამედიცინო შემოწმება გაიარა და სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ ბრუნდება. მან მადლობა გადაუხადა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და კრიტიკიკებს მიმართა.

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ საბოლოო სამედიცინო შემოწმება გაიარა.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ის დაბრუნდა.
ამასთან, მან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“საბოლოო სამედიცინო შემოწმება გავიარე. დავბრუნდი. ყველა იმ ჯამბაზს, ვინც მთელი ეს დრო სისულელეებს ლაპარაკობდა და ჩამომწერა – აი, აქ ვარ. ახლა ვნახოთ, ვის აქვს გამბედაობა. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. შემდეგ ჯერზე დავრწმუნდები, რომ ჯასტინის ხელთათმანებს შეამოწმებენ, რათა შიგნით რამე უცნაური არ ჩადოს. მალე შევხვდებით, – წერს ილია თოფურია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.