ირაკლი კობახიძე გრიგოლ ლილუაშვილზე – ილაპარაკოს, რაც უნდა, ეს ნებისმიერი პატიმრის უფლებაა – ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ასეთ საუბრებსა და სპეკულაციებს შედეგი არასდროს არა აქვს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის შესაძლო განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პატიმრის უფლებაა ილაპარაკოს და საქართველოში სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია. კობახიძის თქმით, ხელისუფლების საქმიანობა სუფთაა და წარსულშიც ყოფილა მსგავსი შემთხვევები, როდესაც დაკავებული თანამდებობის პირები საუბარს ცდილობდნენ, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

ილაპარაკოს [გრიგოლ ლილუაშვილმა] რაც უნდა, ეს ნებისმიერი პატიმრის უფლებაა, საქართველოში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია – ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ასეთ საუბრებსა და სპეკულაციებს შედეგი არასდროს არა აქვს, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ელის თუ არა სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის „ალაპარაკებას“.
კობახიძემ აღნიშნა, რომ საუბრის უფლება ყველა პატიმარს აქვს, რაც დემოკრატიის ნაწილია.
„თუ რაიმე გაინტერესებთ, შეგიძლიათ დაელოდოთ. იყო არაერთი შემთხვევა, როცა სხვადასხვა ბრალდებით და ძირითადად ეს კორუფციული ბრალდებები იყო, კონკრეტული თანამდებობის პირები საპატიმროში აღმოჩნდნენ, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. მათ რაღაცების ლაპარაკი სცადეს, თუმცა ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ამ ლაპარაკს არასდროს რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. იმდენად სუფთაა ჩვენი საქმიანობა და წესები, რომ ხელისუფლებაზე ვერაფერი ვერ თქვეს. აქ მათ შორის ვგულისხმობ ირაკლი ღარიბაშვილს და არა მარტო მას – წარსულშიც გახსოვთ მათ შორის სუს-ის სისტემის წარმომადგენელი, რომელმაც რაღაცების ლაპარაკი დაიწყო, თუმცა ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებსა და სპეკულაციებს შედეგი არასდროს არა აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ დასმული კითხვის პასუხად.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2პრემიერი: იყო არაერთი შემთხვევა, როცა სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად კორუფციული, თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც სამწუხაროა. მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ხელისუფლება, ამ ლაპარაკს არასდროს მოჰყოლია შედეგი
- TV პირველიირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ გრიგოლ ლილუაშვილისგან "საფრთხეს ვერ ხედავს"
- POSTVირაკლი კობახიძე: „იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად ეს იყო კორუფციული
ციტატები სტატიიდან
„თუ რაიმე გაინტერესებთ, შეგიძლიათ დაელოდოთ. იყო არაერთი შემთხვევა, როცა სხვადასხვა ბრალდებით და ძირითადად ეს კორუფციული ბრალდებები იყო, კონკრეტული თანამდებობის პირები საპატიმროში აღმოჩნდნენ, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. მათ რაღაცების ლაპარაკი სცადეს, თუმცა ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ამ ლაპარაკს არასდროს რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. იმდენად სუფთაა ჩვენი საქმიანობა და წესები, რომ ხელისუფლებაზე ვერაფერი ვერ თქვეს. აქ მათ შორის ვგულისხმობ ირაკლი ღარიბაშვილს და არა მარტო მას – წარსულშიც გახსოვთ მათ შორის სუს-ის სისტემის წარმომადგენელი, რომელმაც რაღაცების ლაპარაკი დაიწყო, თუმცა ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებსა და სპეკულაციებს შედეგი არასდროს არა აქვს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…