გიორგი ცაგარეიშვილი: დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციების პროგრამა გაგრძელდება შემდეგ წლებშიც, იქამდე, სანამ ერთი დევნილი ოჯახი იქნება ამ პროგრამაში ჩართვის მოსურნე
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციების პროგრამა მომავალ წლებშიც გაგრძელდება მანამ, სანამ ერთი მსურველი ოჯახი მაინც იქნება. თანხების გაცემა რიგითობის პრინციპით 2027 წელსაც გაგრძელდება.

მომავალ წელს ეს პროგრამა გაგრძელდება, გაგრძელდება შემდეგ წლებშიც, იქამდე, სანამ ერთი დევნილი ოჯახი იქნება ამ პროგრამაში ჩართვის მოსურნე, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა პრემიერის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც დევნილი ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემას უკავშირდება.
მისი თქმით, 2027 წელს კომპენსაციების გაცემა დევნილი ოჯახებისთვის რიგითობის პრინციპით გაგრძელდება.
გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც თანხა ამოიწურება და შეყოვნდება რიგი, იქიდანვე განახლდება გაცემები უკვე შემდეგ საფინანსო წელს.
„2027 წლიდან გაგრძელდება იმ რიცხვიდან რიგითობის მიხედვით, სადაც დასრულდება 2026-ში მაგალითად, თუ ჩვენ გავეცით 2025 დევნილ ოჯახზე წელს, შემდეგ უკვე თებერვალ-მარტის თვეებში მეორე ეტაპი დაიწყება 2026 -ე ოჯახიდან კომპენსაციების გაცემა“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გარდა სახლებით და ბინებით დაკმაყოფილებისა, ხელისუფლება დევნილ ოჯახებს ფულად კომპენსაციებს სთავაზობს.
ციტატები სტატიიდან
„2027 წლიდან გაგრძელდება იმ რიცხვიდან რიგითობის მიხედვით, სადაც დასრულდება 2026-ში მაგალითად, თუ ჩვენ გავეცით 2025 დევნილ ოჯახზე წელს, შემდეგ უკვე თებერვალ-მარტის თვეებში მეორე ეტაპი დაიწყება 2026 -ე ოჯახიდან კომპენსაციების გაცემა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.