პეტრე მამრაძე: „მას შემდეგ, რაც არაერთი დოკუმენტური ინფორმაცია გამოქვეყნდა უკრაინაში არნახული მასშტაბის კორუფციის შესახებ, საპნის ბუშტივით გასკდა დასავლური მითი ზელენსკის შესახებ“
„ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ უკრაინის ზედა ეშელონებში კორუფციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დასავლური მითი ზელენსკის შესახებ გაქარწყლდა და პარტნიორ ქვეყნებში კიევის დახმარების გაგრძელების მიმართ განწყობა შეიცვალა.

„მას შემდეგ, რაც არაერთი დოკუმენტური ინფორმაცია გამოქვეყნდა უკრაინაში არნახული მასშტაბის კორუფციის შესახებ, საპნის ბუშტივით გასკდა დასავლური მითი ზელენსკის შესახებ“, – ამის შესახებ „ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე მამრაძემ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ის მითები, რომლებიც დასავლეთში სუფევდა და სრულიად უსამართლოდ წარმოაჩენდა ზელენსკის თითქოს მეორე ჩერჩილად, რომელიც „გვიცავს“ და ა.შ. – საპნის ბუშტივით გასკდა მას შემდეგ, რაც ზედიზედ გამოქვეყნდა დოკუმენტური ინფორმაცია უკრაინაში, სწორედ ზედა ეშელონებში, აღვირახსნილი, ყბადაღებული და არნახული მასშტაბის კორუფციის შესახებ (რაც ზელენსკის გარეშე ვერ მოხდებოდა).
ბოლო სკანდალი იყო, როდესაც ევროპის დელეგაცია ჩავიდა ზელენსკისთან სწორედ ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებით და მან სიურპრიზი აჯახა: ახლახან აღმოვაჩინეთ 27-მილიარდიანი დოლარის გარღვევა ბიუჯეტში და სასწრაფოდ გვჭირდება ეს ფულიო, რაც იმით ახსნა, რომ ომის წარმოება გაძვირდაო. როდესაც ხარჯვის საბუთები მოსთხოვეს, განაცხადა – ვერ გაჩვენებთო. ამან ააყირავა ვითარება და უცხოურ მედიაში სტატიები დაიბეჭდა. ახლა უკვე პარლამენტებში დგებიან ადამიანები და აპროტესტებენ: კიდევ დავეხმაროთ უკრაინას და გავამდიდროთ ზელენსკი და მისი ბანდაო? ეს სულ სხვა განწყობაა, ვიდრე იყო. ამ განწყობის ფონზე, ამერიკის ადმინისტრაციამ და ტრამპმა საჩვენებლად შეიძინა დიზელი რუსეთისგან, და უპრეცედენტო რამე მოხდა – შეიზღუდა სადაზვერვო მონაცემების მიღება „სტარლინკებიდან“. „როიტერმაც“ დაასაბუთა, რომ ეს თეთრი სახლის ადმინისტრაციის ბრძანებით მოხდა და მასკმაც დაუჭირა მხარი.
კიევი ინგრევა, ზამთარი მოდის, ენერგოსტრუქტურა მწყობრიდანაა გამოსული, ტრაგიკული ვითარებაა – და მე ამას დიდი მწუხარებით ვამბობ, რადგან იქ ხალხია და უკრაინელი ხალხი იმყოფება მძიმე ვითარებაში – მაგრამ ეს ასეა“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.
ციტატები სტატიიდან
„მას შემდეგ, რაც არაერთი დოკუმენტური ინფორმაცია გამოქვეყნდა უკრაინაში არნახული მასშტაბის კორუფციის შესახებ, საპნის ბუშტივით გასკდა დასავლური მითი ზელენსკის შესახებ“
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ის მითები, რომლებიც დასავლეთში სუფევდა და სრულიად უსამართლოდ წარმოაჩენდა ზელენსკის თითქოს მეორე ჩერჩილად, რომელიც „გვიცავს“ და ა.შ. – საპნის ბუშტივით გასკდა მას შემდეგ, რაც ზედიზედ გამოქვეყნდა დოკუმენტური ინფორმაცია უკრაინაში, სწორედ ზედა ეშელონებში, აღვირახსნილი, ყბადაღებული და არნახული მასშტაბის კორუფციის შესახებ (რაც ზელენსკის გარეშე ვერ მოხდებოდა). ბოლო სკანდალი იყო, როდესაც ევროპის დელეგაცია ჩავიდა ზელენსკისთან სწორედ ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებით და მან სიურპრიზი აჯახა: ახლახან აღმოვაჩინეთ 27-მილიარდიანი დოლარის გარღვევა ბიუჯეტში და სასწრაფოდ გვჭირდება ეს ფულიო, რაც იმით ახსნა, რომ ომის წარმოება გაძვირდაო. როდესაც ხარჯვის საბუთები მოსთხოვეს, განაცხადა – ვერ გაჩვენებთო. ამან ააყირავა ვითარება და უცხოურ მედიაში სტატიები დაიბეჭდა. ახლა უკვე პარლამენტებში დგებიან ადამიანები და აპროტესტებენ: კიდევ დავეხმაროთ უკრაინას და გავამდიდროთ ზელენსკი და მისი ბანდაო? ეს სულ სხვა განწყობაა, ვიდრე იყო. ამ განწყობის ფონზე, ამერიკის ადმინისტრაციამ და ტრამპმა საჩვენებლად შეიძინა დიზელი რუსეთისგან, და უპრეცედენტო რამე მოხდა – შეიზღუდა სადაზვერვო მონაცემების მიღება „სტარლინკებიდან“. „როიტერმაც“ დაასაბუთა, რომ ეს თეთრი სახლის ადმინისტრაციის ბრძანებით მოხდა და მასკმაც დაუჭირა მხარი. კიევი ინგრევა, ზამთარი მოდის, ენერგოსტრუქტურა მწყობრიდანაა გამოსული, ტრაგიკული ვითარებაა – და მე ამას დიდი მწუხარებით ვამბობ, რადგან იქ ხალხია და უკრაინელი ხალხი იმყოფება მძიმე ვითარებაში – მაგრამ ეს ასეა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.