ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი შარაშიძე: ამ კორუმპირებული ოპოზიციის ნაწილი არ ვართ - მათთან ერთად არ ვიმოქმედებთ

საკონსტიტუციო სასამართლოლელონაციონალური მოძრაობაქართული ოცნებაფედერალისტები

ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ ისინი „კორუმპირებული ოპოზიციის“ ნაწილი არ არიან და მათთან ერთად არ იმოქმედებენ. საკონსტიტუციო სასამართლო მომდევნო კვირიდან 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე სხდომებს იწყებს, რაზეც ოპოზიციას ერთიანი პოზიცია ჯერ არ აქვს.

მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს.

ოპოზიციურ პარტიებს ჯერ ერთიანი პოზიცია არ აქვთ დაესწრებიან თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს.

დღეს ცნობილი გახდა რომ ლელოს მსგავსად ბათუმში ჩავა ნაციონალური მოძრაობაც.

ჩერგოლეიშვილი გარეთ აპირებს ყოფნას, გვარამია დარბაზში, გახარიები კი ჯერ კიდევ ფიქრობენ.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ მათი ბრძოლა იქნება სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით.

"ჩვენ ამ კორუმპირებული ოპოზიციის ნაწილი არ ვართ და შეგიძლიათ კითხვებიც აღარ დაგვისვათ, ვიმოქმედებთ თუ არა მათთან ერთად. არ ვიმოქმედებთ. ჩვენი ბრძოლა იქნება კიდევ უფრო მწვავე, მაგრამ რა თქმა უნდა, იქნება მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით.

რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიას, მოდი ასე ვთქვათ, ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი უახლოეს პერიოდში გაცნობებთ და საზოგადოებას თქვენი დახმარებით ვაცნობებთ, თუ რა სტრატეგიას ავირჩევთ, მაგრამ ჩვენ ყველა სამართლებრივ არგუმენტაციას გამოვიყენებთ" - ამბობს გიორგი შარაშიძე.

ქართული ოცნება ოპოზიციური პარტიების ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობს. და "ნაციონალური მოძრაობის," "ახალის," "ლელოს," "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ამ კორუმპირებული ოპოზიციის ნაწილი არ ვართ და შეგიძლიათ კითხვებიც აღარ დაგვისვათ, ვიმოქმედებთ თუ არა მათთან ერთად. არ ვიმოქმედებთ. ჩვენი ბრძოლა იქნება კიდევ უფრო მწვავე, მაგრამ რა თქმა უნდა, იქნება მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით. რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიას, მოდი ასე ვთქვათ, ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი უახლოეს პერიოდში გაცნობებთ და საზოგადოებას თქვენი დახმარებით ვაცნობებთ, თუ რა სტრატეგიას ავირჩევთ, მაგრამ ჩვენ ყველა სამართლებრივ არგუმენტაციას გამოვიყენებთ“
გიორგი შარაშიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
როდესაც პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობ, ბუნებრივია, ეს არის სისუსტის გამოხატულება, ანუ გამოხატულება იმისა, რომ შენ შენი პოზიციების არ გჯერა - კახიანი ოპოზიციური სუბიექტების შესაძლო აკრძალვაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები