ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – სასამართლო გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოშინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისის საქალაქო სასამართლო გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ბრალდებით დაკავებული გიორგი მალანიას პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობს. მოკლულის დედა ეკა კუპატაძე აცხადებს, რომ მალანიას მკვლელობაში მსჯავრდებულთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – სასამართლო გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – სასამართლო გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობსალია

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების-პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობს.

შსს-ს ყოფილი მაღლაჩინოსანის, მერაბ მალანიას შვილს გამოძიება გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება.

დაცვის მხარე ამბობს, რომ არ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, შესაბამისად გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა შეცვალოს.

პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა მოკლული მასწავლებლის დედამაც – ეკა კუპატაძე ამბობს, რომ გიორგი მალანია კარგად იცნობდა მკვლელობაში მსჯავრდებულ ალექსანდრე გაბაშვილს. ავალიანის დედის თქმით, ამას ადასტურებს ნია იმნაძისსა და მამამისის საუბრის ჩანაწერებიც.

ჩემი გამოქვეყნებული მასალები ცხადყოფს, რომ გიორგი მალანიას და ალექსანდრე გაბაშვილს საკმაოდ თბილი თანამშრომლობითი და ახლო ურთიერთიერთობა ჰქონდათ. აი ნია იმნაძეს ეუბნება მამამისი – “ამ გიოსაც კიდე ვინ ეკითხებოდა, რომ სრულიად უცხო ადამიანს რომ მისცა მისამართი”. ნია იმნაძე ეუბნება – “რატომ უცხო? 3-4 დღე ხომ ჰქონდათ ახლო ურთიერთობა?” თავდასხმა იყო მისი მიზანი და თავდასხმის დროს გიორგი მალანია არ გამოადგებოდა, იმიტომ, რომ გიგა ავალიანის მოსწავლე იყო გიორგი მალანია და მას იცნობდა. გიორგი მალანიას ჩვენ ვედავებით დახმარება”, – ამბობს ეკა კუპატაძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ გიოსაც კიდე ვინ ეკითხებოდა, რომ სრულიად უცხო ადამიანს რომ მისცა მისამართი“
„რატომ უცხო? 3-4 დღე ხომ ჰქონდათ ახლო ურთიერთობა?“
ნია იმნაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ეკა კუპატაძე: გიგა ავალიანის მკვლელობა იმდენად საშიშია, თუ ვინმე დასუჯელობით წახალისდება, ხმალამოღებული გაწყვეტენ ხალხსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები