2025-2026 წლის პირველ ნახევარში სახელისუფლებო მედიაში ტროლები 351-ჯერ დააციტირეს – MDF
MDF-ის ანგარიშის თანახმად, სახელისუფლებო მედიამ ყალბი ანგარიშები 351-ჯერ დააციტირა ხელისუფლების კრიტიკოსების დისკრედიტაციისა და მმართველი გუნდის პოლიტიკის მხარდასაჭერად.

მედიის განვითარების ფონდის (MDF) ანგარიშის თანახმად, 2025-2026 წლის პირველ ნახევარში სახელისუფლებო მედიაში ტროლები 351-ჯერ დააციტირეს, მათ შორის მათ შორის ერთი და იგივე ანგარიშის სხვადასხვა სახელითა და ვიზუალური იდენტობით.
MDF-ს თანახმად, აქედან ამ მედიების ვებგვერდებსა და ფეისბუქ ანგარიშებზე ერთი და იგივე ტროლი 2 სხვადასხვა სახელით (ქეთევან ტურიაშვილი და მიქიაშვილი) და ზოგ შემთხვევაში 3 განსხვავებული ფოტოთი იძებნება, ნათია თოფურიას პროფილი კი – 2 სხვადასხვა ფოტოთი.
MDF-ს თანახმად, ყალბი ანგარიშების ციტირება გამოიყენებოდა როგორც ხელისუფლების კრიტიკოსებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის დისკრედიტაციისთვის, ისე ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერი გზავნილების გასავრცელებლად.
„ყველაზე ხშირად ონლაინ მედიიდან ტროლებს რეპორტიორი, ლიდერი, მედიაჰოლდინგი კვირა, ინფოფოსტალიონი, nsp.ge, მხარე და ნიუსჰაბი აშუქებდნენ, ტელევიზიების ონლაინ პლატფორმებიდან კი – „იმედი.
ქეთევან ტურიაშვილის ყალბი პროფილი ამ მედიებს 212-ჯერ ჰყავთ ციტირებული, გვარის შეცვლის შემდეგ იგივე პროფილი მიქიაშვილის იდენტობით 123-ჯერ. შედარებით ნაკლები იყო ნათია თოფურიას ციტირების შემთხვევები (16), რომელიც ძირითადად ქართული ოცნების ყოფილი პრემიერის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ გამოიყენებოდა“, – ნათქვამია MDF-ის ანგარიშში.
ფოტო: მედიის განვითარების ფონდი (MDF)
MDF-ს თანახმად, სახელისუფლებო ტროლების სამიზნეები იყვნენ:
პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი,
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი,
პატიმრობაში მყოფი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე,
პატიმართა შეწყალების თემა.
აქტივისტები ონისე ოქრიაშვილი და მაგდა მამუკაშვილი,
პროტესტის მხარდაჭერის გამო მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია, მომღერლები ლელა წურწუმია და სტეფანე,
საქართველოში საპროტესტო აქციების დაშლის პრაქტიკისა და 2024 წელს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების შესახებ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება,
ფორმულას ჟურნალისტი ვახო სანაია და ტვ პირველის ჟურნალისტი ქეთევან დუმბაძე,
სხვადასხვა ბიზნესები, კრიტიკული პოზიციისა (თემურ ჭყონია, კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას დამფუძნებელი) და საპროტესტო აქციების მხარდამჭერ პირებთან თანამშრომლობის გამო (2 ნაბიჯი აქტივისტ ანა ყაულაშვილის რეკლამაში გადაღების გამო, ნიკორა, საწარმოს პრეზენტაციაზე საპროტესტო აქციების მონაწილეების მიწვევის გამო).
ამასთანავე, MDF-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ყალბი ანგარიშის ქეთევან ტურიაშვილის ციტირებას აღნიშნული მედიები ხელისუფლების მხარდასაჭერადაც ახდენდნენ. კერძოდ:
კობახიძის თურქმენეთის ფორუმში მონაწილეობისა და რუსეთთან მოლაპარაკებების აუცილებლობის გასამართლებლად,
ტრამპის მიერ ვენესუელის დაბომბვის ფონზე ივანიშვილის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდასაჭერად,
ივანიშვილის მიმართ ბრალდებების საპასუხოდ “კარფურში” სუსის ინსპექტირების მხარდასაჭერად,
სურსათის ფასებზე ხელისუფლების პოლიტიკის მხარდასაჭერად,
ეკონომიკის მინისტრის ხელფასის ზრდაზე ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…