პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტიხალხის ძალა

შალვა პაპუაშვილი რომში მალტის პარლამენტის თავმჯდომარე კარმელო აბელას შეხვდა, სადაც მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და დიალოგის აღდგენის მნიშვნელობა განიხილეს.

შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
იმედინიუსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის - წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე კარმელო აბელას შეხვდა და ამ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. ხაზი გაესვა ამ ურთიერთობებში დიალოგის აღდგენის მნიშვნელობას და საპარლამენტო დიპლომატიის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

შეხვედრა შედგა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, ასევე, კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები