ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინისთვის Starshield-ის გამოყენების შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა - Reuters

Reuters-ის ცნობით, უკრაინისთვის Starshield-ის გამოყენების შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა, რასაც წინ უძღოდა დონალდ ტრამპის კრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ.

უკრაინისთვის Starshield-ის გამოყენების შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა - Reuters
უკრაინისთვის Starshield-ის გამოყენების შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა - Reutersრადიო თავისუფლება

Reuters-ის წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად ვისი განკარგულება იყო ეს. თეთრ სახლში სააგენტოს განუცხადეს, რომ პრეზიდენტს მსგავსი თხოვნით არასდროს მიუმართავს. ამასთან, არ უპასუხეს შეკითხვას, იყო თუ არა მიმართვა ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებისგან.

14 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში შენელებული იყო ამერიკული კომპანია SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტის, Starlink-ის სამხედრო-სადაზვერვო მიზნებისთვის ადაპტირებული Starshield-ის სიჩქარე. მას უკრაინის თავდაცვის ძალებიც იყენებენ ბრძოლის ველზე კომუნიკაციისა და უპილოტო საფრენი აპარატებისთვის.

SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starshield-ის სისტემებს ფლობს და აკონტროლებს აშშ-ის მთავრობა და ნებისმიერ შეზღუდვას სამხედროები და პრეზიდენტი ადგენენ.

უკრაინაში Starshield-ის შეფერხებას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკული კომენტარები და განცხადება, რომ უკრაინას ახალი ლიდერი სჭირდება.

მანამდე ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, 9 ოქტომბერს გააუქმა რუსული დიზელის საწვავის იმპორტისთვის დაწესებული აკრძალვა, რასაც ზელენსკიმ ომში ინვესტირება და სისუსტე უწოდა.

11 ოქტომბერს ტრამპმა რუსეთ-უკრაინას შორის გამოაცხადა ენერგოზავი, რომლის მიუხედავად რუსეთმა განაგრძო უკრაინის ენერგოობიექტებზე დარტყმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Financial Times-ის მიერ 15 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ განაახლებენ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს.

მან ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის მიერ ენერგოზავის გამოცხადების შემდეგ უკრაინამ შეაჩერა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, რუსეთმა კი უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევა გააგრძელა და ამ დროს უკრაინა დარჩა რუსული ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ ამერიკული მხარის წინასწარი მონაცემების გარეშე და შეფერხდა Starshield-ის მუშაობა.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ Starshield-ის შეზღუდვა არ იყო გამოწვეული ტექნიკური პრობლემებით.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პენტაგონმა უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან მიიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები