ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Reuters - უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა

Reuters-ის ცნობით, უკრაინისთვის სატელიტური სისტემა Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა, რამაც ფრონტზე უკრაინული დრონების მუშაობა შეაფერხა. ილონ მასკის განცხადებით, სისტემის შეზღუდვას აშშ-ის სამხედრო უწყება ან პრეზიდენტი განსაზღვრავს.

Reuters - უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა
Reuters - უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცაინტერპრესნიუსი

იმ სატელიტური სისტემის შეზღუდვის ბრძანება, რომელსაც უკრაინა ბრძოლის ველზე კომუნიკაციისა და დრონებთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის იყენებს, თეთრი სახლიდან გაიცა, - ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც დასავლელი ოფიციალური პირები არიან.

წყაროების ცნობით, აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ მიიღო მითითება, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის განკუთვნილი SpaceX-ის სერვისი - Starshield-ი - უნდა შეეზღუდათ, კერძოდ, მისი მუშაობის სიჩქარე შეემცირებინათ.

ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, არ დააკონკრეტეს, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება თეთრ სახლში, ან ვინ იყო პასუხისმგებელი ბრძანების აღსრულებაზე. აღსანიშნავია, რომ პენტაგონი Starlink-ის სერვისის სამხედრო დანიშნულების ვერსიის - Starshield-ის - უმსხვილესი დამკვეთია.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ამ კვირაში განაცხადეს, რომ უკრაინაში სამხედრო დანიშნულების Starlink-ის მიმღებებმა მუშაობა შეწყვიტეს, როდესაც ისინი სწრაფად მოძრავ ობიექტებზე იყო დამონტაჟებული. ამან ხელი შეუშალა უკრაინული დრონების გამართულ მუშაობას, რომლებიც უკრაინის საჰაერო სივრცეში ნავიგაციისა და მართვისთვის ბორტზე დამონტაჟებულ სისტემებში ამ მიმღებებს იყენებენ.

უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, დაწესებულმა შეზღუდვებმა გაართულა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსულ ძალებსა და ლოგისტიკაზე დარტყმების განხორციელება, ასევე შეაფერხა იმ დრონების მუშაობა, რომლებიც რუსული „შაჰედის“ ტიპის დრონების ჩამოსაგდებად გამოიყენება.

SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ვინაიდან Starshield-ის სისტემები აშშ-ის მთავრობის საკუთრებაშია და მის კონტროლს ექვემდებარება, სიჩქარესთან ან გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეზღუდვას აშშ-ის სამხედრო უწყება ან პრეზიდენტი განსაზღვრავს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
The Wall Street Journal: უკრაინაში აცხადებენ, რომ Starlink-ის შეზღუდვა მათ სამხედრო ოპერაციებს აფერხებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები