ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავესწრებით სასამართლოს პროცესს და მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას, გამოვიყენებთ, როგორც ყოველთვის, ბრძოლის ყველა ბერკეტს და ყველა ფორმას - გრიგოლ გეგელია საკონსტიტუციო სარჩელზე

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობალელოფედერალისტები

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვა იწყება; „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მათი პარტია პროცესს იურისტებთან ერთად დაესწრება და ბრძოლის ყველა ბერკეტს გამოიყენებს.

დავესწრებით სასამართლოს პროცესს და მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას, გამოვიყენებთ, როგორც ყოველთვის, ბრძოლის ყველა ბერკეტს და ყველა ფორმას - გრიგოლ გეგელია საკონსტიტუციო სარჩელზე
დავესწრებით სასამართლოს პროცესს და მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას, გამოვიყენებთ, როგორც ყოველთვის, ბრძოლის ყველა ბერკეტს და ყველა ფორმას - გრიგოლ გეგელია საკონსტიტუციო სარჩელზერუსთავი 2

მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს.

უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.

ოპოზიციურ პარტიებს ჯერ ერთიანი პოზიცია არ აქვთ, დაესწრებიან თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს.

ჩერგოლეიშვილი გარეთ აპირებს ყოფნას, გვარამია დარბაზში, სააკაშვილის და გახარიას პარტიები კიდევ არ ჩამოყალიბებულან, "ლელომ" თავიდანვე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იურისტების გუნდთან ერთად მივა. უმრავლესობა კი კვლავ ოპოზიციური პარტიების ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობს.

როგორც პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი აცხადებს, ბრძოლისთვის ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.

"ამ პარტიებს უამრავჯერ ჰქონიათ განსხვავებული პოზიცია, მათ შორის, მცდარი პოზიციაც. ჩვენი პოზიციაა, რომ დავესწრებით სასამართლოს პროცესს და მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას, გამოვიყენებთ, როგორც ყოველთვის, ყველა ბერკეტს და ყველა ფორმას ბრძოლისა. ჩვენს უფლებებს დაიცავს და წარმოადგენს ძალიან მაღალი კომპეტენციის მატარებელი იურისტებისა და შესაბამისი პოლიტიკოსების გუნდი", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ პარტიებს უამრავჯერ ჰქონიათ განსხვავებული პოზიცია, მათ შორის, მცდარი პოზიციაც. ჩვენი პოზიციაა, რომ დავესწრებით სასამართლოს პროცესს და მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას, გამოვიყენებთ, როგორც ყოველთვის, ყველა ბერკეტს და ყველა ფორმას ბრძოლისა. ჩვენს უფლებებს დაიცავს და წარმოადგენს ძალიან მაღალი კომპეტენციის მატარებელი იურისტებისა და შესაბამისი პოლიტიკოსების გუნდი“
გრიგოლ გეგელია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
1 200 000-მა კაცმა გვითხრა, წადით და გააკეთეთო და ვაკეთებთ - თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები