ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვინ დაესწრება საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს, ოპოზიციას ერთიანი პოზიცია ჯერ არ აქვს - 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე სხდომები მომდევნო კვირიდან გაიმართება

საკონსტიტუციო სასამართლოლელონაციონალური მოძრაობაქართული ოცნებაფედერალისტებიკოალიცია ცვლილებისთვის

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა მომდევნო კვირიდან დაიწყება, თუმცა სხდომებზე დასწრებაზე ოპოზიციას ერთიანი პოზიცია არ აქვს.

ვინ დაესწრება საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს, ოპოზიციას ერთიანი პოზიცია ჯერ არ აქვს - 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე სხდომები მომდევნო კვირიდან გაიმართება
ვინ დაესწრება საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს, ოპოზიციას ერთიანი პოზიცია ჯერ არ აქვს - 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე სხდომები მომდევნო კვირიდან გაიმართებარუსთავი 2

დღეს გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, სავარაუდოდ, საუბარი საკონსტიტუციო სარჩელსაც შეეხება.

სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე სხდომებს მომდევნო კვირიდან გამართავს. ვინ დაესწრება საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს - ოპოზიციას ერთიანი პოზიცია ჯერ არ აქვს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბათუმში ჩავა "ლელო" და "ნაციონალური მოძრაობა". ქუჩაში აპირებს ყოფნას თამარ ჩერგოლეიშვილი, ნიკა გვარამია კი დარბაზში იქნება. ფიქრს აგრძელებს გახარიას პარტია.

კონკრეტულია "ქართული ოცნების" პოზიცია, სადაც ოპოზიციური პარტიების ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობენ. მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.

"ფედერალისტური პარტიის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

"არ ვთვლით, რომ ტაქტიკურად, ჩვენთვის მომგებიანია ეგეთ პროცესში სანახაობის შექმნა. ამავდროულად, არანაირი პრინციპული წინააღმდეგობა არ გვაქვს მათთან, ვისაც სურს პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობა." - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.

"კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, თენგიზ თევზაძე კი აღნიშნავს, ისინი კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე - 21-ში, 22-ში, 23-ში საკონსტიტუციო სასამართლოში იქნებიან და მათ უფლებებსა და ინტერესებს დაიცავენ.

"21-ში, 22-ში, 23-ში, ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ და ჩვენი წარმომადგენლები დავიცავთ იმ უფლებას და ინტერესს, რასაც პოლიტიკური უფლებების დაცვა ჰქვია ქვეყანაში. მტკიცებულებებს, არგუმენტებს და პოზიციებს ჩვენ ადგილზე წარმოვადგენთ." - აცხადებს თენგიზ თევზაძე

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არ ვთვლით, რომ ტაქტიკურად, ჩვენთვის მომგებიანია ეგეთ პროცესში სანახაობის შექმნა. ამავდროულად, არანაირი პრინციპული წინააღმდეგობა არ გვაქვს მათთან, ვისაც სურს პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობა.“
თამარ ჩერგოლეიშვილი
„21-ში, 22-ში, 23-ში, ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ და ჩვენი წარმომადგენლები დავიცავთ იმ უფლებას და ინტერესს, რასაც პოლიტიკური უფლებების დაცვა ჰქვია ქვეყანაში. მტკიცებულებებს, არგუმენტებს და პოზიციებს ჩვენ ადგილზე წარმოვადგენთ.“
თენგიზ თევზაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე – საკონსტიტუციო სარჩელში მარტივი საკითხია დასმული, ეს პარტიები არ აღიარებენ კონსტიტუციური წყობილების ლეგიტიმურობას, ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები