ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან გოგიჩაიშვილი - ივანიშვილმა ხალხის ახალი ჰიბრიდი შექმნა, ჭირისუფალს მოჰპარეს ფული, საფლავების ქურდები არიან, გუშინ ადამიანს აქებდნენ, დღეს წიხლს ურტყამენ, სად იპოვა ამ კაცმა ეს ხალხი? - მართლა რაღაც პრიზზე შეიძლება წარადგინო, ახალი ჯიშის გამოყვანისთვის

ქართული ოცნებაგახარია საქართველოსთვისსაქართველოს პროკურატურასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებით კონსტიტუციურ წესრიგს არღვევს და ლეგიტიმურობის სივრციდან გადის, მმართველ გუნდს კი კორუფციასა და სახელმწიფოს გაძარცვაში სდებს ბრალს.

ლევან გოგიჩაიშვილი - ივანიშვილმა ხალხის ახალი ჰიბრიდი შექმნა, ჭირისუფალს მოჰპარეს ფული, საფლავების ქურდები არიან, გუშინ ადამიანს აქებდნენ, დღეს წიხლს ურტყამენ, სად იპოვა ამ კაცმა ეს ხალხი? - მართლა რაღაც პრიზზე შეიძლება წარადგინო, ახალი ჯიშის გამოყვანისთვის
ლევან გოგიჩაიშვილი - ივანიშვილმა ხალხის ახალი ჰიბრიდი შექმნა, ჭირისუფალს მოჰპარეს ფული, საფლავების ქურდები არიან, გუშინ ადამიანს აქებდნენ, დღეს წიხლს ურტყამენ, სად იპოვა ამ კაცმა ეს ხალხი? - მართლა რაღაც პრიზზე შეიძლება წარადგინო, ახალი ჯიშის გამოყვანისთვისინტერპრესნიუსი

ქვეყანაში ძალიან მძიმე რაღაც ხდება და ძალიან მძიმე რაღაცის გაკეთებას აპირებს “ქართული ოცნება”, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელზე განაცხადა.

გოგიჩაიშვილის თქმით, მმართველი პარტიის ბოლო გადაწყვეტილებებით "ქართული ოცნება“ ლეგიტიმურობის სივრციდან აბსოლუტურად გადის.

მისი განმარტებით, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის კლასიკური მორღვევა მიმდინარეობს, რაც მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის საკუთარი უფლებების დაცვის ყველა შესაძლო სივრცის განადგურებას.

“ეს პოლიტიკური გუნდი, რომელსაც შეუძლია პატრიარქის დაკრძალვიდან ფული მოიპაროს, ყველაფრის უფლებას მისცემს თავის თავს, კონსტიტუციური გადატრიალების ჩათვლით.

ეს არ არის უბრალო ამბავი, ამ ქვეყანაში ძალიან მძიმე რაღაც ხდება და ძალიან მძიმე რაღაცის გაკეთებას აპირებს “ქართული ოცნება” ამ გადაწყვეტილებით. ეს არის კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, კლასიკურად ეს არის კონსტიტუციური წესრიგის მორღვევა, ეს ნიშნავს ამ ქვეყანაში ყველაფრის დანგრევას, ყველა იმ სივრცის, სადაც ადამიანმა შეიძლება საკუთარი თავი და კონსტიტუციური უფლებები დაიცვას. ამ გადაწყვეტილებით “ქართული ოცნება” აბსოლუტურად გავა ლეგიტიმურობის სივრციდან.

საქმე ჩვენი პარტიის აკრძალვაში არ არის, ეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, დაასუსტებს, კონსტიტუციურ წესრიგს მოშლის, ამ ქვეყანას გახდის მოწყვლადს მეზობლებისთვის, არაკეთილმოსურნეებისთვის.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ პარტიების აკრძალვით მათი კეთილდღეობა გაიზრდება ქვეყანაში, ცდება. ამას იმისთვის აკეთებენ, რომ ჩვენ სიმართლე არ ვუთხრათ ხალხს, მაგალითად ის, რომ იპარავენ ყველა ტენდერიდან, რაც კი ამ ქვეყანაში არსებობს, იპარავენ ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან, ჯარისა და პოლიციელების კვებიდან… “ქოლ-ცენტრებით” არის გავსებული ქვეყანა, ათასობით ახალგაზრდა ჰყავთ თაღლითურ სქემაში ჩართული და ამ თვალსაზრისით საქართველოს რეპუტაცია არის ნული იმიტომ, რომ ასეულობით მილიონ ლარს იპარავენ ევროპის ქვეყნების პენსიონერებისგან, ბიტკოინები, ფულის გათეთრება და ა.შ. ყველაფერზე წამსვლელები არიან.

ეს ხალხი ვერ ხედავს ამათ მორალს? გუშინ ადამიანს აქებდნენ, დღეს წიხლს ურტყამენ. სად იპოვა ამ კაცმა [ბიძინა ივანიშვილმა] ეს ხალხი? ქვეყანას პირდაპირ ანგრევენ და სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. თან როგორი ფარისევლები არიან, თქვენ წარმოგიდგენიათ? ვიღაც სხვა რომ მდგარიყო სიგარეტითა და სანთლით ხელში, ხომ ამოაყირავებდნენ ქვეყანას? ფარისევლები, ამორალურები და საფლავების ქურდები არიან, ყველაფრიდან ფული მოიპარეს, ბოლოს ჭირისუფალს მოჰპარეს ფული”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შეაფასა დავით ოქიტაშვილის „ფეისბუქ-პოსტიც“, სადაც ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თინათინ რუხაძეს მისი პერსონის რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს, პროკურატურისა და აუდიტისგან პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს და სუს-ის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს რუხაძის მფარველობაში ადანაშაულებს. მან აღნიშნულ პოსტზე “ქართული ოცნების” წევრის, დიმიტრი სამხარაძის “ლაიქზეც” ისაუბრა.

ამ კონტექსტში გოგიჩაიშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაც შეაფასა, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ მისი პრემიერობის დროს კორუფციული ფაქტები არ დაფიქსირებულა.

“კობახიძის პრემიერობის დროს პატრიარქის დაკრძალვის ფული მოიპარეს, ამაზე მეტი რომ არაფერი ექნა სულ, ეს არ არის აღმაშფოთებელი ფაქტი?

ოქიტაშვილის პოსტზე დიმიტრი სამხარაძის “ლაიქი” იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს მორალი საერთოდ არ გააჩნია. ამ კაცმა [ბიძინა ივანიშვილმა] რაღაც ახალი ჰიბრიდი შექმნა ასეთი ხალხის. დღეს შეუძლიათ, სუფრასთან დასხდნენ, ჭიქები მიუჭახუნონ ერთმანეთს, ერთმანეთის შვილები მონათლონ, ერთმანეთს გადაყვნენ და მეორე დღეს თუ უგრძნეს, რომ ვიღაცამ მიატოვა, გადაუვლიან წიხლებით. ეს ბინძური სული, რაც ამ ადამიანებშია ჩასახული, ამის გამო შეიძლება ბიძინა ივანიშვილი მართლა რაღაც პრიზზე წარადგინო ამ ახალი ჯიშის გამოყვანისთვის”, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მან უმრავლესობის 17 ოქტომბერს ჩანიშნულ სხდომაზეც გააკეთა კომენტარი, რომელსაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. გოგიჩაიშვილის აზრით, შეკრება ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ სადემონსტრაციოდ მოხდება, თითქოს ქვეყანაში არაფერი ცუდი არ ხდება.

“ამ ადამიანის სული გამოიძახეს ალბათ, ერთმანეთთან დემონსტრირებისთვის. შეიძლება სიმბოლურიც არის, რომ თითქოს არაფერი პრობლემა არ არის და ამ დიდებული სულის [ბიძინა ივანიშვილის] ირგვლივ არის ეს ხალხი შეკრებილი. ეს იქნება ჩვეულებრივი დეკორაცია. გვამი რომ შეღებო, დაახლოებით ეგ იქნება იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” იმდენად გახრწნილი ორგანიზმია, ამ პარტიის ჩამოშლა მათთვის და ამ ქვეყნისთვისაც ძალიან დიდი პრობლემა იქნება. იმხელა იარას დატოვებს ეს ორგანიზაცია ამ ქვეყნის ცხოვრებაში, რომ შეიძლება ათ წელზე მეტი დაგვჭირდეს ამ პრობლემებიდან გამოსაძრომად”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“შხამი უკვე შეშვებულია და შესაჭმელად გამზადებულია” – ხუხაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები