ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ივანიშვილმა ქოლცენტრები ოჯახურ ბიზნესად გადააქცია - ლევან გოგიჩაიშვილი

გახარია საქართველოსთვისსაქართველოს პარლამენტისაქართველოს პროკურატურასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიშინაგან საქმეთა სამინისტრო

პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ქოლცენტრები ოჯახურ ბიზნესად გადააქცია და ამ თაღლითურ სქემას სამართალდამცავი უწყებები მფარველობენ.

ივანიშვილმა ქოლცენტრები ოჯახურ ბიზნესად გადააქცია - ლევან გოგიჩაიშვილი
ივანიშვილმა ქოლცენტრები ოჯახურ ბიზნესად გადააქცია - ლევან გოგიჩაიშვილიTV პირველი

ივანიშვილმა ქოლცენტრები ოჯახურ ბიზნესად გადააქცია, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქიდანაც კარგად ჩანს, რომ როცა ქოლცენტრების დანაშაული სხვებს გადააბრალეს და ციხეში ჩასვეს, ამ თაღლითურმა სქემამ კვლავ გააგრძელა მუშაობა.

გოგიჩაიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ ყველაფერს სუს-ი, შსს, სასამართლო და პროკურატურა ერთად მფარველობას და ყველა ხელს აფარებს ამ ორგანიზებულ დანაშულს.

ეს არის გახრწნილი, კრიმინალური, კორუმპირებული სისტემა. ივანიშვილმა ქოლცენტრები ოჯახურ ბიზნესად გადააქცია. დღეს აღარ არის ქვეყანაში ქოლცენტრი? ანუ გამოდის, რომ ციხიდან ადამიანი ვერ იქნება მფარველი და უფრო მეტია ეს ქოლცენტრი, ვიდრე კონკრეტული 1 პერსონა. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ამ სისტემას მფარველობს ეგ ადამიანი, თავისი სამართალდამცველებით. როგორ ფიქრობთ, უშიშროებამ არ იცის, სად სხედან ეს ახალგაზრდები და ეს კომპანიები სად არიან? პოლიციელებმა არი იციან? პროკურორებმა არ იციან? ეს ხომ არ არის მარტო თაღლითრი სქემა, ეს არის ორგანიზებული დანაშაული. მასზე ხელის დაფარებაც ცალკე დანაშაულია. ამას აკეთებს, სუს-ი, შსს, პროკურატურა, სასამართლო, პარლამენტი. თავს რომ იბრიყვებენ, უმრავლესობის ლიდერები იყვნენ, პარლამენტის თავმჯდომარეები იყვნენ, არ უნდა ეკონტრელობინათ პარლამენტის წევრებს სახელისუფლებო შტოში კორუფცია არსებობდა თუ არა? პარლამენტის ფუნქცია რა არის, ხელი მიაჭირო, მწვანე თუ წითელი? - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.