ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები "წინა პლანზე" იყვნენ და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაფინანსებული პროექტის ნაწილი

ქართული ოცნება

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილები სამშობლოს ასაღორძინებლად იბრძოლებენ და არა „როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაფინანსებული პროექტის ნაწილი“.

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები "წინა პლანზე" იყვნენ და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაფინანსებული პროექტის ნაწილი
ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები "წინა პლანზე" იყვნენ და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაფინანსებული პროექტის ნაწილირუსთავი 2

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია, ეხმიანება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლითაც მან "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილის "წინა პლანზე" წამოწევა შეაფასა როგორც ინსტიტუციური სისტემის არარსებობა და ვიწრო კლანის მიერ ქვეყნის მმართველობა.

ხოფერია იხსენებს ზურაბიშვილის მიერ აქციების დროს გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან პროტესტში სკოლის მოსწავლეების ჩართვა მოითხოვა და აღნიშნავს, რომ ახლა, სწორედ საფრანგეთში მიმდინარეობს მოსწავლეების საპროტესტო აქციები და მათი ნაწილი დააკავეს კიდეც, ხოლო ქართულმა საზოგადოებამ მაშინ შეძლო ბავშვების არიდება რადიკალური მოვლენებისთვის.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი სხვის შვილებზე საუბარს უნდა შეეშვას, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შვილებს, ხოფერია აცხადებს, რომ ისინი ყოველთვის იქნებიან ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად.

"დროა, საპროტესტო აქციებზე გამოვიდნენ სკოლის მოსწავლეები!" - გახსოვთ, ალბათ, ეს რომ თქვა სამგლემ მაშინ, როცა რუსთაველზე პილიციელებს წვავდნენ და პარლამენტის შენობას მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ. მერე ვიღაც გაუშვეს კიდეც სკოლებში ბავშვების ასაბუნტებლად.

ეს მაშინ… საქართველოში…

ახლა, საფრანგეთში… სკოლის მოსწავლეები ქუჩებში არიან გამოსულები… ნაწილი კი უკვე ციხეებში გაამწესეს... ერთი პროექტის ორი ვარიანტი!

ვერ შეუსრულა ფაშისტების შთამომავალმა პატრონებს ის, რასაც დაჰპირდა! ვერ შეძლო პროექტით გარანტირებული დიდი ფულის წამოღება! ვერ შეძლო ბავშვების წინა პლანზე წამოწევა და მათი აფარება!

ჩვენი შვილები გადავარჩინეთ!

საფრანგეთმა კი…

ეს ჩემი საქმე და სადარდებელი არაა…

ჰოდა, შეეშვას ეს მძორი შვილებზე და ახალგაზრდებზე საუბარს!

ბიძინას შვილები "წინა პლანზე" იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ჩვენთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს გადასარჩენად, ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!

და საერთოდ, წადი საფრანგეთში და ცისკარას კოჭი ეთამაშე, ავადმყოფო!" - წერს ხათუნა ხოფერია Facebook-ზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დროა, საპროტესტო აქციებზე გამოვიდნენ სკოლის მოსწავლეები!“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხათუნა ხოფერია – სალომე ზურაბიშვილს: „ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები