პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპი: ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. მათ უკრაინა გაანადგურეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ არის და „მათ უკრაინა გაანადგურეს“, ხოლო რუსეთთან შეთანხმების მიღწევა ზელენსკის სინამდვილეში არ სურს.

დონალდ ტრამპი: ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. მათ უკრაინა გაანადგურეს
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კარგი ადამიანი არ არის, ვისთანაც გარიგების დადებაა შესაძლებელი.

როგორც ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, ზელენსკი ამბობს, რომ მას შეთანხმების მიღწევა სურს, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის.

„ზელენსკი ჩვენთვის კარგი ადამიანი არ არის, ვისთანაც გარიგების დადებაა შესაძლებელი. ისინი [რუსები] ზელენსკისთან შეთანხმებას არ მიაღწევენ. მას შეთანხმება არ სურს. ამბობს, რომ სურს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. მათ უკრაინა გაანადგურეს“, - განაცხადა ტრამპმა.

ინტერვიუში ტრამპი კონფლიქტის დაწყების მიზეზებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს მოხდა. როგორც ტრამპმა თქვა, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა რუსეთს ყირიმის დაპყრობის უფლება მისცა.

ტრამპმა აგრეთვე აღნიშნა, რომ არა 2020 წლის გაყალბებული აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, ხელისუფლებაში ის დარჩებოდა და ომი უკრაინაში არ დაიწყებოდა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ერთმანეთი ეზიზღებათ. „და როდესაც ასეთი ხარისხის ზიზღი გაქვს, ძალიან რთულია რამის მიღწევა“, - დასძინა მან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. POSTVსამთავრობოდონალდ ტრამპი: “ზელენსკი ისეთი ადამიანი არ არის, ვისთანაც საქმე უნდა გვქონდეს, მას მოლაპარაკება არ სურს, ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს”
  2. ალიაოპოზიციური„ზელენსკი არ არის კარგი ადამიანი, ვისთანაც საქმის დაჭერა ღირს“ – ტრამპი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ არისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები