პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზელენსკის „დიდი ფანი“ არ არის და მასთან საქმის დაჭერა უფრო რთულია, ვიდრე პუტინთან. ტრამპმა ასევე გააკრიტიკა უკრაინის მხრიდან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების განახლება და მას საწვავის ფასების ზრდა დაუკავშირა.

ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ არის
რადიო თავისუფლება

„მე არ ვარ მისი დიდი ფანი(გულშემატკივარი)“, - განაცხადა ტრამპმა 15 ოქტომბერს ამერიკულ ტელეარხ Newsmax-თან ინტერვიუში. ტრამპი მიიჩნევს, რომ ზელენსკი არ არის ის ადამიანი ვისთანაც საქმე უნდა ჰქონდეთ.

უკრაინის პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო შეთანხმებისთვის, თუმცა არა უკრაინის ტერიტორიების დათმობის ხარჯზე, როგორც ამას რუსეთი მოითხოვს.

Newsmax-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა გააკრიტიკა უკრაინის გადაწყვეტილება, განაახლოს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და ისევ ამას დაუკავშირა მსოფლიოში საწვავის ფასების ზრდა და არა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას, რომლის დაწყებისა და ჰორმუზის სრუტის დაბლოკვის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე საწვავის დეფიციტი და ფასების ზრდა დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების განახლების შესახებ 15 ოქტომბერს განაცხადა მას შემდეგ, რაც ტრამპის მიერ 11 ოქტომბერს გამოცხადებული „ენერგეტიკული ზავის" მიუხედავად რუსეთმა არ შეწყვიტა უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევები.

უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ-ის ჯერჯერობით წარუმატებელ ძალისხმევაზე საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ პუტინს და ზელენსკის ერთმანეთი სძულთ და როცა ასეთი სიძულვილია, რაიმეს მოგვარება ძალიან რთულია. ტრამპი, რომელიც პუტინს არასდროს აკრიტიკებს, მიიჩნევს, რომ ზელენსკისთან საქმის დაჭერა უფრო რთულია, ვიდრე პუტინთან.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი: ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. მათ უკრაინა გაანადგურესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები