პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არ შეიძლება ქვეყნის ოპოზიცია იყოს გაჯერებული იმგვარი პოლიტიკური პარტიებით, ვინც არის სავსე მოღალატეებით - დავით მათიკაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობალელოფედერალისტებისაქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი კი აცხადებს, რომ ოპოზიცია არ შეიძლება იყოს „გაჯერებული იმგვარი პარტიებით, ვინც არის სავსე მოღალატეებით“.

არ შეიძლება ქვეყნის ოპოზიცია იყოს გაჯერებული იმგვარი პოლიტიკური პარტიებით, ვინც არის სავსე მოღალატეებით - დავით მათიკაშვილი
რუსთავი 2

მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. საპარლამენტო უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.

პარტიებს ერთიანი პოზიცია არ აქვთ. ჩერგოლეიშვილი გარეთ აპირებს ყოფნას, გვარამია დარბაზში, სააკაშვილის და გახარიას პარტიები ჯერ არ ჩამოყალიბებულან, "ლელომ" თავიდანვე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იურისტების გუნდთან ერთად მივა.

საპარლამენტო უმრავლესობა კი, კვლავ ოპოზიციური პარტიების მოღალატეობრივ ქმედებებზე საუბრობს.

"ნაწილს ფარ-ხმალი აქვს დაყრილი, ნაწილი აპირებს სამართლებრივ დავაში შემოსვლას, თუმცა რა არგუმენტებს მოიშველიებს ამ შემთხვევაში, ძალიან ეჭვი მეპარება. ზოგს გარეთ სურს გაპროტესტება, ზოგი შიგნით. მოსამართლეთა ხელშია, ცხადია, გადაწყვეტილების გამოტანა, მაგრამ მოსამართლეთათვისაც, ის არგუმენტები, ის მტკიცებულებები, რომელიც უმრავლესობის მიერ არის სარჩელით წარდგენილი, ერთადერთ რამეზე მიუთითებს, არ შეიძლება ქვეყნის ოპოზიცია იყოს გაჯერებული იმგვარი პოლიტიკური პარტიებით, ვინც არის სავსე მოღალატეებით", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოდავით მათიკაშვილი: „კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც უმრავლესობამ შევიტანეთ მყარად არის გაჯერებული არგუმენტებით და ის გულისხმობს სწორედ დემოკრატიული წინსვლის, დემოკრატიული აღმშენებლობისთვის აუცილებელი წინაპირობის შექმნას“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნაწილს ფარ-ხმალი აქვს დაყრილი, ნაწილი აპირებს სამართლებრივ დავაში შემოსვლას, თუმცა რა არგუმენტებს მოიშველიებს ამ შემთხვევაში, ძალიან ეჭვი მეპარება. ზოგს გარეთ სურს გაპროტესტება, ზოგი შიგნით. მოსამართლეთა ხელშია, ცხადია, გადაწყვეტილების გამოტანა, მაგრამ მოსამართლეთათვისაც, ის არგუმენტები, ის მტკიცებულებები, რომელიც უმრავლესობის მიერ არის სარჩელით წარდგენილი, ერთადერთ რამეზე მიუთითებს, არ შეიძლება ქვეყნის ოპოზიცია იყოს გაჯერებული იმგვარი პოლიტიკური პარტიებით, ვინც არის სავსე მოღალატეებით“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი: ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ჰყავდეს კონსტრუქციული ოპოზიცია და არა აგენტურა, რომელსაც აქვს მონოპოლიზირებული ოპოზიციური ველი და შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების განვითარებას, ბუნებრივია, ეს საკითხი ხელს უშლისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები