ირაკლი კობახიძე: “ენერგეტიკა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და, სამომავლოდაც,
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ენერგეტიკა ქვეყნისა და ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს და მისი განვითარება ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია.

„გილოცავთ პროფესიულ დღეს! დღეს აღინიშნება ენერგეტიკოსის დღე ძალიან საინტერესო ადგილას – ეს არის ჰესი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა და ამოქმედდა 1927 წლიდან და რომელსაც აქვს საუკუნოვანი ისტორია. ეს იყო ერთ-ერთი პირველი მძლავრი ჰესი საქართველოს ისტორიაში და ამ დღიდან გარდამტეხი ცვლილებები შევიდა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
“დღესაც, რა თქმა უნდა, და დღეს კიდევ უფრო მეტად, ენერგეტიკა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და, სამომავლოდაც, ენერგეტიკის განვითარება დარჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.
ის შედეგები, რაც ჩვენ გვაქვს ენერგეტიკის სფეროში, თითოეული თქვენგანის, თითოეული ენერგეტიკოსის დამსახურებაა, თქვენი შრომის, პროფესიონალიზმის, თქვენი საინჟინრო მიღწევების დამსახურება და ამისათვის თითოეულ თქვენგანს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ.
დღეს ვმუშაობთ არა მხოლოდ ამ შედეგების შენარჩუნებაზე, არამედ ჩვენი ენერგეტიკის სისტემის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაზე. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
წელიწადზე მეტია, ხორციელდება უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ეკონომიკის სამინისტროში, კონკრეტულად, ენერგეტიკის მიმართულებით და ამ ცვლილებებმა უკვე მოიტანა კონკრეტული ხელშესახები შედეგები, თუმცა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება ეს ყველაფერი მომდევნო წლებში, როდესაც შეიქმნება ახალი ენერგეტიკული ობიექტები და თვისებრივად ძლიერდება ჩვენი ენერგეტიკული სისტემა.
იცით, რომ განხორციელდა ოპტიმიზაცია მრავალი მიმართულებით და საფუძველი ჩაეყარა ახალ ხედვას, რომლის მიხედვითაც განვითარდება ჩვენი ენერგეტიკული სისტემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – ენერგეტიკა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და სამომავლოდაც ენერგეტიკის განვითარება დარჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე: ენერგეტიკა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ქვეყნის განვითარებაში და სამომავლოდაც ენერგეტიკის განვითარება დარჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად
- იმედინიუსიირაკლი კობახიძე: გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომლის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია საქართველოში 2036 წლამდე, მისი განხორციელება არის სავსებით რეალური და ამისათვის მთლიანად ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დააკლებს
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომლის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია საქართველოში 2036 წლამდე, მისი განხორციელება არის სავსებით რეალური და ამისათვის ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დააკლებს
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია საქართველოში 2036 წლამდე, მისი განხორციელება სავსებით რეალურია, ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დააკლებს
- POSTVირაკლი კობახიძე: “გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომლის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…