ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: “გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომლის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს ამბიციური გეგმა, რომლის მიხედვითაც 2036 წლამდე საქართველოში გენერაცია 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს. მან ასევე მადლობა გადაუხადა ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობას და დარგის პროფესიონალებს.

ირაკლი კობახიძე: “გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომლის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია
ირაკლი კობახიძე: “გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომლის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაციაPOSTV

“ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა. ამბიციური გეგმის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია საქართველოში 2036 წლამდე. ეს არის ამბიციური გეგმა, თუმცა მისი განხორციელება არის სავსებით რეალური და ამისათვის მთლიანად ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დააკლებს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას, ქალბატონ მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს, მის გუნდს; ქალბატონ ინგა ფხალაძეს, რომელიც არის ენერგეტიკის კურატორი; ეკონომიკის სამინისტროში თითოეული სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელს, რომელიც ფუნქციონირებს ენერგეტიკის სფეროში. თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგია ეს ცვლილებები, რომლებიც ჩვენ უკვე მივიღეთ ამ პერიოდის განმავლობაში და რომელიც საფუძველს ჩაუყრის ენერგეტიკის განვითარების ახალ ეტაპს ჩვენს ქვეყანაში.

ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანურ კაპიტალს. პროფესიონალების ცოდნა არის ჩვენი წარსული წარმატების და ჩვენი სამომავლო წარმატების უმთავრესი გარანტი.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დღეს საქართველოს ჰყავს მაღალკვალიფიციური, თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტებული ენერგეტიკოსები, რომლებიც აგრძელებენ იმ დიდი საინჟინრო და პროფესიული ტრადიციის განვითარებას, რომელიც საქართველოში ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა.

ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გონივრულად და რაციონალურად იყოს გამოყენებული ჩვენი რესურსები, ჩვენი პოტენციალი.

გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მოვიძიოთ ახალი ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას ამ სფეროში.

ასევე გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაფასოთ ჩვენი ღირსეული პროფესიონალები, თითოეული ის ადამიანი, რომელიც ემსახურება ენერგეტიკის სისტემას და ენერგეტიკის სისტემის განვითარებას საქართველოში.

მადლობას გადაგიხდით თითოეულ ენერგეტიკოსს თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის, თქვენი ღირსეული საქმიანობისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თქვენი თავდადებისთვის. თითოეული თქვენგანის ძალისხმევაზე დგას ენერგეტიკის სფეროში ჩვენი ქვეყნის მიღწევები.

გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა. ამბიციური გეგმის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია საქართველოში 2036 წლამდე. ეს არის ამბიციური გეგმა, თუმცა მისი განხორციელება არის სავსებით რეალური და ამისათვის მთლიანად ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დააკლებს“
ირაკლი კობახიძე
„მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას, ქალბატონ მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს, მის გუნდს; ქალბატონ ინგა ფხალაძეს, რომელიც არის ენერგეტიკის კურატორი; ეკონომიკის სამინისტროში თითოეული სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელს, რომელიც ფუნქციონირებს ენერგეტიკის სფეროში. თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგია ეს ცვლილებები, რომლებიც ჩვენ უკვე მივიღეთ ამ პერიოდის განმავლობაში და რომელიც საფუძველს ჩაუყრის ენერგეტიკის განვითარების ახალ ეტაპს ჩვენს ქვეყანაში. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანურ კაპიტალს. პროფესიონალების ცოდნა არის ჩვენი წარსული წარმატების და ჩვენი სამომავლო წარმატების უმთავრესი გარანტი. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დღეს საქართველოს ჰყავს მაღალკვალიფიციური, თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტებული ენერგეტიკოსები, რომლებიც აგრძელებენ იმ დიდი საინჟინრო და პროფესიული ტრადიციის განვითარებას, რომელიც საქართველოში ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გონივრულად და რაციონალურად იყოს გამოყენებული ჩვენი რესურსები, ჩვენი პოტენციალი. გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მოვიძიოთ ახალი ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას ამ სფეროში. ასევე გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაფასოთ ჩვენი ღირსეული პროფესიონალები, თითოეული ის ადამიანი, რომელიც ემსახურება ენერგეტიკის სისტემას და ენერგეტიკის სისტემის განვითარებას საქართველოში. მადლობას გადაგიხდით თითოეულ ენერგეტიკოსს თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის, თქვენი ღირსეული საქმიანობისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თქვენი თავდადებისთვის. თითოეული თქვენგანის ძალისხმევაზე დგას ენერგეტიკის სფეროში ჩვენი ქვეყნის მიღწევები. გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებას“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: ენერგეტიკის სფეროში პირველად შემუშავდა სექტორის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რაც აქამდე არ ჰქონდა ქვეყანას, ჯამურმა ოპტიმიზაციამ შეადგინა 373 მილიონი ლარი, ასევე მოწესრიგდა პროექტების გამჭვირვალედ მართვის პროცესებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები