ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია – მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის დემოკრატია ალბათ არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე

საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ევრობიუროკრატები ქვეყანაში „აგენტურას“ უჭერენ მხარს და მეცოლასთვის, კალასისთვის თუ კოსისთვის დემოკრატია უმცირესობის მმართველობაა.

ირაკლი კირცხალია – მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის დემოკრატია ალბათ არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე
ირაკლი კირცხალია – მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის დემოკრატია ალბათ არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზეპირველი არხი

ევრო ბიუროკრატები ჩვენს ქვეყანაში მხარს უჭერენ აგენტურას, თავიანთივე ე.წ. ოპოზიციას. დღეს ბრიუსელის ელიტაში დემოკრატია უკუღმა მუშაობს. ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ესაუბრებიან აგენტურას და იმ ხალხს, რომელიც თავიანთივე აგენტურის ხელით, თავიანთივე ინსპირირებული ტყუილითა და ცრუ აღქმებით შეიყვანეს შეცდომაში.

„60-ზე მეტი მანდატი ჰქონდათ პარლამენტში და ასევე მათი ბრძანებით დატოვეს ეს მანდატები. თავზე დაახიეს ეს მანდატი იმ მოტყუებულ ამომრჩეველს, ვინც მათ მხარი დაუჭირა. ჩვენ ვისაუბრებთ მათთან, ან ნებისმიერ უმაღლეს პოლიტიკურ წარმომადგენელთან. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ და ღია ვართ დიალოგისთვის, პარტნიორობისთვის, თანამშრომლობისთვის, მხოლოდ გაითვალისწინეთ ჩვენი ინტერესები. ჩვენ ვერ ვიქნებით თქვენი ვასალები. ჩვენ მზად ვართ, მაგრამ ვიცით ჩვენი ისტორიის ფასი, საზოგადოებამ იცის დამოუკიდებლობის, თავისუფლების ფასი, საზოგადოებამ იცის მშვიდობის ფასი. ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ვესაუბრებით“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„60-ზე მეტი მანდატი ჰქონდათ პარლამენტში და ასევე მათი ბრძანებით დატოვეს ეს მანდატები. თავზე დაახიეს ეს მანდატი იმ მოტყუებულ ამომრჩეველს, ვინც მათ მხარი დაუჭირა. ჩვენ ვისაუბრებთ მათთან, ან ნებისმიერ უმაღლეს პოლიტიკურ წარმომადგენელთან. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ და ღია ვართ დიალოგისთვის, პარტნიორობისთვის, თანამშრომლობისთვის, მხოლოდ გაითვალისწინეთ ჩვენი ინტერესები. ჩვენ ვერ ვიქნებით თქვენი ვასალები. ჩვენ მზად ვართ, მაგრამ ვიცით ჩვენი ისტორიის ფასი, საზოგადოებამ იცის დამოუკიდებლობის, თავისუფლების ფასი, საზოგადოებამ იცის მშვიდობის ფასი. ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ვესაუბრებით“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია: ევრო ბიუროკრატები ჩვენს ქვეყანაში მხარს უჭერენ აგენტურას, თავიანთივე ე.წ. ოპოზიციას. დღეს ბრიუსელის ელიტაში დემოკრატია უკუღმა მუშაობს. ალბათ მეცოლასთვის, კალასისა და კოსისთვის დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები