ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია: ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე

საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ ევრობიუროკრატები საქართველოში მხარს უჭერენ „აგენტურას“ და დასძენს, რომ ოპოზიციამ პარლამენტში 60-ზე მეტი მანდატი მათი ბრძანებით დატოვა.

ირაკლი კირცხალია: ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე
ირაკლი კირცხალია: ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზერუსთავი 2

ევრო ბიუროკრატები ჩვენს ქვეყანაში მხარს უჭერენ აგენტურას, თავიანთივე ე.წ. ოპოზიციას. დღეს ბრიუსელის ელიტაში დემოკრატია უკუღმა მუშაობს. ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის დაკოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ესაუბრებიან აგენტურას და იმ ხალხს, რომელიც თავიანთივე აგენტურის ხელით, თავიანთივე ინსპირირებული ტყუილით და ცრუ აღქმებით შეიყვანეს შეცდომაში.

"60-ზე მეტი მანდატი ჰქონდათ პარლამენტში და ასევე მათი ბრძანებით დატოვეს ეს მანდატები. თავზე დაახიეს ეს მანდატი იმ მოტყუებულ ამომრჩეველს, ვინც მათ მხარი დაუჭირა.

ჩვენ ვისაუბრებთ მათთან, ან ნებისმიერ უმაღლეს პოლიტიკურ წარმომადგენელთან. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ და ღია ვართ დიალოგისთვის, პარტნიორობისთვის, თანამშრომლობისთვის, მხოლოდ გაითვალისწინეთ ჩვენი ინტერესები. ჩვენ ვერ ვიქნებით თქვენი ვასალები.

ჩვენ მზად ვართ, მაგრამ ვიცით ჩვენი ისტორიის ფასი, საზოგადოებამ იცის დამოუკიდებლობის, თავისუფლების ფასი, საზოგადოებამ იცის მშვიდობის ფასი. ამის გათვალისწინებით რა თქმა უნდა ვესაუბრებით“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„60-ზე მეტი მანდატი ჰქონდათ პარლამენტში და ასევე მათი ბრძანებით დატოვეს ეს მანდატები. თავზე დაახიეს ეს მანდატი იმ მოტყუებულ ამომრჩეველს, ვინც მათ მხარი დაუჭირა. ჩვენ ვისაუბრებთ მათთან, ან ნებისმიერ უმაღლეს პოლიტიკურ წარმომადგენელთან. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ და ღია ვართ დიალოგისთვის, პარტნიორობისთვის, თანამშრომლობისთვის, მხოლოდ გაითვალისწინეთ ჩვენი ინტერესები. ჩვენ ვერ ვიქნებით თქვენი ვასალები. ჩვენ მზად ვართ, მაგრამ ვიცით ჩვენი ისტორიის ფასი, საზოგადოებამ იცის დამოუკიდებლობის, თავისუფლების ფასი, საზოგადოებამ იცის მშვიდობის ფასი. ამის გათვალისწინებით რა თქმა უნდა ვესაუბრებით“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კირცხალია – მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის დემოკრატია ალბათ არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები